ბრიუსელში გამართულ სამიტზე ევროკავშირის ლიდერები რუსეთისთვის სანქციების კიდევ ნახევარი წლით გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ, იტყობინება „რია ნოვოსტი“. აღნიშნული გადაწყვეტილება მხარეებმა რუსეთზე, უკრაინასა და მინსკის შეთანხმებებზე ხანმოკლე დისკუსიის შემდეგ მიიღეს.

სრულად...

აშშ-ის შტატ მერილენდში შეიარაღებულმა მამაკაცმა ადგილობრივი გაზეთის ოფისში ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც მოკლულია 5 ადამიანი, დაზიანებები აქვს მიყენებული რამდენიმე სხვა ადამიანს.

სრულად...

„ჩვენ ვახორციელებთ პრაგმატულ პოლიტიკას, რომლის მეშვეობით, შიდა სტაბილურობისა და უსაფრთხოების გაცილებით მაღალ დონეს მივაღწიეთ და ახლა ჩვენი წვლილი შეგვაქვს რეგიონულ უსაფრთხოებასა და სტაბილურობაში - ესაა ის როლი, რომელსაც ახლა საქართველო რეგიონში ასრულებს“, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ვაშინგტონში, ატლანტიკური საბჭოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე.

სრულად...

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მის მიმართ ქართული სასამართლოს მიერ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გამოცხადების შემდეგ თქვა, რომ მისთვის 6-წლიანი სასჯელი პუტინის „მარიონეტის“, ნინო ბურჯანაძის ჩვენების საფუძველზე იქნა გამოტანილი, ხოლო მას ისეთივე კავშირი აქვს გელაშვილის ცემასთან, როგორც „კენედის და ტროცკის მკვლელობებთან და კალიგულას მოშორებასთან“.

სრულად...

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე დამნაშავედ სცნო. სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილი რამდენიმე წუთის წინ გახდა.

სრულად...

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (28 ივნისი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0018 პუნქტით გამყარდა.

სრულად...

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებს მოუწევთ დაამტკიცონ, რომ როდესაც ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქცია მისი დაკავება მოხდა, მართლსაწინააღმდეგო ქმდებას ნამდვილად სჩადიოდა.

სრულად...

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი რუსი კოლეგა ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს 16 ივლისს, ჰელსინკში შეხვდებიან. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს. ლიდერებს შორის აღნიშნულ ფორმატში შეხვედრა პირველად გაიმართება.

სრულად...

ფრაქცია „ევროპული საქართველოს - რეგიონების“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძის მიერ გაკეთებული განცხადება იმის თაობაზე, რომ მთავრობა ხარჯებს არ გაიზრდის, მცირე მთავრობის იდეის არასწორ გაგებას წარმოადგენს.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი