საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრის, მეუფე შიო მუჯირის განცხადებით, საქართველოს ეკლესია, უკრაინის ავტოკეფალიის საკითხზე, მსოფლიო პატრიარქის პოზიციას ელოდება.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია მიიჩნევს, რომ პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძის მიერ წარმოდგენილი მცირე მთავრობის სტრუქტურა ქვეყანაში არსებულ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას ვერ შეამსუბუქებს და იმ პირობებში, როცა „ძალაუფლების ცენტრი არის ბიძინა ივანიშვილი“, მნიშვნელობა არ აქვს გახარია და ბახტაძე „ერთ სამუშაო კაბინეტში ისხდებიან თუ სხვადასხვა სამუშაო კაბინეტში“.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ მცირე მთავრობასთან დაკავშირებით პრემიერ მინისტრის ხედვა არგუმენტირებულია. მისი თქმით, მცირე მთავრობის კონცეფცია ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებას გამოიწვევს და მშპ-სთან მიმართებაში, 4%-ზე დაბლა დაიწევს.
თბილისში, სვანიძის ქუჩაზე ცოტა ხნის წინ მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ამ წუთებში ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
სულ მცირე 15 ადამიანი დაიღუპა კენიის დედაქალაქ ნაირობის ბაზარში გაჩენილი ხანძრის შედეგად, 70-ზე მეტმა კი დამწვრობები და სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო. გარდაცვლილთა შორის 4 ბავშვია.
შეთანხმებას საქართველოს მთავრობის სახელით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ, ხოლო ჰონგ-კონგის სახელით, კომერციისა და ეკონომიკური განვითარების მდივანმა, ედვარდ იუა თან-ვამ (Edward YAU TANG-WAH) მოაწერეს ხელი.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია პროკურატურაში მოწმის სახით არის დაბარებული. გამოძიებას მან უნდა უთხრას იმის თაობაზე, თუ შინაგან საქმეთა სამინისტროს რომელი მაღალჩინოსნები მონაწილეობდნენ პარლამენტის შენობასთან 11 ივნისს მის დაკავებაში. იგი ამბობს, რომ ეს პირები უნდა დაისაჯონ და ასევე პასუხი უნდა აგოს მინისტრმა გახარიამაც.
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ მძღოლი, რომელიც ხორავას ქუჩაზე დაპირისპირებას შეესწრო, საგამოძიებო კომისიას ჩვენებას არ აძლევს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ განვითარდა მოვლენები მოზარდებს შორის დაპირისპირების დროს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში 5 ნარკორეალიზატორი დააკავა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო. ამის შესახებ შსს-ში რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში დაკავებულია 5 ნარკორეალიზატორი, ამის შესახებ ამ წუთებში მიმდინარე ბრიფინგზე შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსმა, მამუკა ჭელიძემ განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.