იაპონიის უმსხვილეს საპორტო ქალაქ ოსაკაში მომხდარ 6.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა. გარდაცვლილია სულ მცირე სამი ადამიანი, მათ შორის ბავშვი და დაზიანებები აქვს მიღებული 200-ზე მეტ ადამიანს.
იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დასავლეთ რეგიონის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ზესტაფონში ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით, კრიმინალური ავტორიტეტები, ქურდული სამყაროს აქტიურები წევრები დააკავეს.
მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ ლიდერ კახა მიქაიასა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველ მოადგილეს, სოსო გოგაშვილს შორის სატელეფონო ჩანაწერს აქვეყნებს გაზეთ „ქრონიკა+“-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე, სადაც სხვა საკითხებთან ერთად საუბარი სამეგრელოში არსებულ ვითარებას და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორ ლევან შონიასაც შეეხება.
პრემიერ მინისტრის პოსტზე მამუკა ბახტაძის კანდიდატურას ამერიკის ებრაელთა მხარდამჭერი ეროვნული კოალიციის ვიცე-პრეზიდენტი მარკ ლევინი დადებითად აფასებს და იმედს გამოთქვამს, რომ ახალი პრემიერის დანიშვნით სახელმწიფო და ხელისუფლება განვითარების გზას განაგრძნობენ.
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა რაგბიში მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატში შოტლანდია 39:31 დაამარცხა.
საქართველოს პრემიერ მინისტრობის კანდიდატი მამუკა ბახტაძე „მცირე მთავრობის" საჭიროებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მმართველ გუნდში კონსულტაციები მიმდინარეობს.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ ქობულეთის მუნიციპლიტეტის სოფელ მუხაესტატეს პოლიციის განყოფილების უფროსის მკვლელობაში ბრალდებულ ბესიკ ტაკიძეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურებიან. პარტიაში აცხადებენ, რომ საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატის, ბესიკ ქათამაძის ცემის ფაქტზე, ფრაქცია „ქართული ოცნების” წევრისთვის, ტარიელ აროშიძისთვის 5 000-ლარიანი გირაოს დაკისრების გადაწყვეტილება უსამართლოა
თბილისის მერი, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივანი კახა კალაძე აცხადებს, რომ მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა უახლოეს ორ დღეში გახდება ცნობილი. მისივე თქმით, გუნდში მსჯელობა ასევე სამინისტროების შემცირების საკითხთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს.
საქართველოში მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია იმყოფება. დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც ორი მიტროპოლიტია, სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ღვთისმსახურებას დაესწრო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.