საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა, თავდაცვისა და უშიშროების, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი ლევან იზორია წარსდგა. თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა უწყებაში განხორციელებულ რეფორმებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
ჩვენ გვჭირდება ისეთი რეფორმები, რომლებიც დაგვეხმარება დავამარცხოთ საქართველოში მთავარი ეკონომიკური გამოწვევა და ეს ეკონომიკური გამოწვევა არის სიღარიბე, აღნიშნული განცხადება პრემიერ მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში საპარლამენტო უმრავლესობის წინაშე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
პრემეირ მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ ახლო მომავალში პარლამენტს ეკოომბუდსმენის პოსტის შემოღების ინიციატივით მიმართავს.
ჩვენი პირველი ინიციატივა შეეხება იდეას, რომ სრულად ჩამოვაწეროთ საგადასახადო დავალიანება ყველა გადამხდელს 2013 წლის 1-ელ იანვრამდე.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი სალომე სამადაშვილი იუსტიციის მინისტრობის კანდიდატის, თეა წულუკიანისაგან პასუხს ითხოვს იმის შესახებ თუ „როდის იქნება ამ ქვეყანაში ისეთი ვითარება, რომ სუს-ი არ იქნება გამოყენებული პოლიტიკური კონტროლის ინსტრუმენტად“.
პარლამენტში, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე, სადაც იუსტიციის მინისტრობის კანდიდატს, თეა წულუკიანს უსმენდნენ, ხმაური იყო. წულუკიანმა განაცხადა, რომ იუსტიციის სამინისტროდან გათავისუფლებულმა თამაზ ახობაძემ და ანა სუბელიანმა, რომლებიც სხდომას თავადაც ესწრებოდნენ, სასამართლოს მოგების შემდეგ, სააღსრულებლო კომისიასთან თანხაზე დაიწყეს ვაჭრობა.
იუსტიციის მინისტრობის კანდიდატს თეა წულუკიანს „ევროპული საქართველოს“ დეპუტატმა ირმა ნადირაშვილმა საკომიტეტო მოსმენისას უთხრა, რომ მან სასამართლო რეფორმა „მთლიანად ჩააფლავა“ და მისი პარლამენტში ისევ მინისტრობის კანდიდატის რანგში ყოფნა „უხერხულია“.
მე, შეიძლება, ბოლოჯერ მეძლევა არ ვიცი თქვენ წინაშე გამოსვლის საშუალება ამ რანგში, ასე მიმართა დეპუტატებს იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა, თეა წულუკიანმა პარლამენტში კომიტეტების სხდომაზე, სადაც მისი მოსმენა გაიმართა.
საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 87 სამხედრო მოსამსახურე შეემატა. წვევამდელების ფიცის დადების ცერემონია პირველი ქვეითი ბრიგადის საველე საწვრთნელ ბაზაზე, სოფელ ხცისში გაიმართა.
პარლამენტში საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა, თავდაცვისა და საგარეო ურთიერთობათა საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატს, გიორგი გახარიას უსმენენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.