პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატის შერჩევის პროცესი ახალი მთავრობის დაკომპლექტების შემდეგ განახლდება.
„ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის ერთადერთ გზად დესტრუქციულ მეთოდებს ირჩევს და ასეთი ქმედებების ნაწილად მიიჩნევს პარასკევს, ოზურგეთის საკრებულოში მომხდარ ინციდენტს.
„გიორგი კვირიკაშვილი იყო სუსტი და უსახური პრემიერი სისტემაში, რომელიც სუსტ და უსახურ პრემიერებს მოითხოვს“, აცხადებს პოლიტოლოგი გია ნოდია.
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ირმა ინაშვილი მიიჩნევს, რომ ამჟამინდელი პრემიერ მინისტრობის კანდიდატის, მამუკა ბახტაძის მიერ 2012 წლის აგვისტოში, როცა სააკაშვილის რეჟიმი ბიძინა ივანიშვილმა „მორალურად გადატეხა“ და „ნაცმოძრაობა თვითონ იყო შეშინებული“, ნაციონალური მოძრაობისთვის ბახტაძის მხრიდან შემოწირულობის სახით 20 000 ლარის გადარიცხვის გამართლება მიზანშეუწონელია.
მსოფლიოში ცნობილი გლაზგოს ხელოვნების სკოლა ცეცხლის ალში გაეხვა. ხანძარი ადგილობრივი დროით პარასკევ ღამეს, 23:15 საათზე გაჩნდა. ცეცხლი ახლომდებარე შენობებზე გავრცელდა, მათ შორის კამპუსის ღამის კლუბსა და O2 ABC-ის მუსიკალური ღონისძიებების ცენტრზე, რომელიც ხანძარმა „სერიოზულად დააზიანა“.
შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ქვეყნის ძლიერი მმართველია. „ის ლაპარაკობს და ხალხი ყურადღებით უსმენს მას. მსურს ჩემმა ხალხმაც იგივე გააკეთოს“, განაცხადა ტრამპმა Fox News-ის პირდაპირ ეთერში, გადაცემა „Fox and Friends“-ში.
შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 25%-იან ტარიფებს აწესებს 50 მილიარდი აშშ დოლარის ჩინურ საქონელზე, ბრალს სდებს რა პეკინს ინტელექტუალური საავტორო უფლების მოპარვაში.
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს ოფიციალურ ვიზიტად მყოფი აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტი ტაკეჰიკო ნაკაო მიიღო.
მცხეთის რაიონულმა სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა და არჩილ ტატუნაშვილის ჯგუფურად წამებაში დახმარებისთვის ბრალდებულ ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს – დავით გურწიევს და ალიკ ტაბოევს, აღკვეთის ღონისძიების სახით დაუსწრებლად წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (15 ივნისი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0026 პუნქტით გამყარდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.