თბილისში, ფილარმონიის წინ „ქართული მარშის“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე 7 პირი დააკავეს, მათ შორის რამაზ გაგნიძე, გურამ ქართველიშვილი და ტრისტან წითელაშვილი.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (1 ივნისი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0071 პუნქტით გაუფასურდა.
ზვიად კუპრავას განცხადებით, მათ გეგმები არ აქვთ, მათი მოქმედების განმსაზღვრელი ხალხის სურვილი და ნება იქნება.
პარლამენტში უნდობლობის კენჭისყრის შედეგად ესპანეთის პრემიერ მინისტრი მარიანო რახოი იძულებული გახდა თანამდებობა დაეტოვებინა.
სამგზავრო ავტობუსი, რომელიც აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა და რომელსაც ბაქოში ექსკურსიაზე ქალაქ გორიდან ბავშვები და მშობლები გადაჰყავდა, ავარიაში მოჰყვა. დაშავებულია 30 ადამიანი, მათ შორის 20 ბავშვი. შემთხვევა ბაქო-გაზახის ავტომაგისტრალზე მოხდა. ინფორმაციას „სპუტნიკ აზერბაიჯანი“ ავრცელებს.
პრემიერ მინისტრი გიორგი კვირკიკაშვილი ჩვენ ვნახეთ რა დღეში იყო გუშინ - ის იყო მხოლოდ და მხოლოდ სახელი და გვარი გიორგი კვირიკაშვილი, აღნიშნული განცხადება „რუსთავი 2"-თან საუბრისას ზვიად კუპრავამ გააკეთა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ხორავას ქუჩაზე მომხდარ დანაშაულთან დაკავშირებით საგამოძიებო ღონისძიებებს ახორციელებს და აცხადებს, რომ „გამოძიების მიზანია, დაადგინოს ის შესაბამისი პირები, რომლებიც მუდმივად, ფარულად ცდილობდნენ ფაქტების (მათ შორის, ექსპერტიზის დასკვნების) დამახინჯებას და ფინანსური თუ სხვა გავლენების გამოყენებით სასამართლო განხილვის შედეგებზე ზემოქმედებას“.
საქართველოში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, დაპირისპირების თავიდან აცილების „ერთადერთ გამოსავალს“ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაში ხედავს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი.
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს.
ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი არასრულწლოვნის მამასთან, ზაზა სარალიძესთან შეხვედრის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა მედიის წარმომადგენლებთან პირველი კომენტარი გააკეთა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.