ალეკო ელისაშვილი მიიჩნევს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ზაზა სარალიძეს საკუთარი პოლიტიკური ამბიციებისთვის იყენებს. ელისაშვილი დღეს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამის მოსანახულებლად მივიდა, თუმცა, ზაზა სარალიძე იქ არ დახვდა.
„მოდით ვთქვათ, დღეს ბიძინა ივანიშვილი არის დამთავრებული. ჩვენ, ახლა ოპოზიციურმა პარტიებმა, საზოგადოებასთან ერთად უნდა მოვილაპარაკოთ ვადებზე - როდის გადმოაბარებს მართვის სადავეებს საზოგადოებას და ოპოზიციურ პარტიებს“, განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ რუსთაველის გამზირზე აქციის დასრულების შემდეგ.
თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი არასრულწლოვნის მამამ, ზაზა სარალიძემ პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე, პროცესებში პოლიტიკური პარტიების ჩართვა მოითხოვა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ აქციაზე შეკრებილებს მას შემდეგ, რაც ზაზა სარალიძემ პოლიტიკურ პარტიებს პროცესებში ჩართვისკენ მოუწოდა, სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ საზოგადოება სისტემის დანგრევას მოითხოვს, სისტემა კი ამ ქყვეყანაში ერთი ადამიანი - ბიძინა ივანიშვილია.
„პოლიტიკურ პარტიები, ხალხი, სტუდენტები, მოსწავლეები, გლეხი, ბერი, ყველა ერთად ვიბრძოლებთ და ყველა ერთად დავასრულებთ ამ ხელისუფლებას“, განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა რუსთაველის გამზირზე გაშლილ კარავში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ.
მთავრობის გადადგომას და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას მოითხოვს ქართული ოპოზიციური სპექტრი და უცვლელად ტოვებს ზაზა სარალიძის და ზვიად კუპრავას მიერ ბოლო დღეებში გაჟღერებულ მოთხოვნებს მას შემდეგ, რაც ზაზა სარალიძემ პოლიტიკურ პარტიებს გვერდში დგომისაკენ მოუწოდა და მის ამ მოწოდებას ოპერატიულად გამოეხმაურა ოპოზიცია.
ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას მოითხოვს „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი. იგი ამბობს, რო ამის საერთაშორისო პრაქტიკა არსებობს. მისი თქმით, თვითდაშლა სხვადასხვა პერიოდში, გამოაცხადა ისრაელმა, ჩეხეთმა, ხოლო „უნგეთის კონსტიტუაციაში პირდაპირ არის თვითდაშლის მექანიზმი“ ჩაწერილი.
ზაზა სარალიძემ თანადგომისაკენ პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდა, რათა, მისი თქმით, „ერთად დავამხოთ ეს სისტემა“.
პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე მდგომარეობა დაიძაბა. აქციაზე ზაზა სარალიძემ განაცხადა, რომ ზვიად კუპრავას დაკავება იგეგმება.
„ჩვენ ვუსმენდით ანაფორიან ფაშისტებს“, განაცხადა სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გადაცემა „განსხვავებულ აქცენტებში“, 1 ივნისს, „მართლმადიდებელ მშობელთა კავშრის“ მიერ გამართულ აქციის შეფასებისას, სადაც მამა დავით ისაკაძემ პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციას „ამაზრზენი უწოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.