„გაერო-ს მდგრადი განვითარების დღის წესრიგი დღევანდელი ქართული საზოგადოებისთვის ძალიან ახლობელია და პრაქტიკულად, არ განსხვავდება ქვეყნის შიგნით მიმდინარე პოლიტიკური დისკურსისაგან“, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კონფერენციაზე - „2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგი-იმპლემენტაცია“ სიტყვით გამოსვლისას.

სრულად...

საქართველოს სახალხო დამცველი პარლამენტის წევრების ავტორობით მომზადებულ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე კანონის პროექტს და თანმდევ ცვლილებებს ეხმიანება.

სრულად...

საგაზაფხულო სესიის ფარგლებში, ნატოს წევრი და პარტნიორი სახელმწიფოების პარლამენტარები განიხილავენ ისეთ საკითხებს, როგორებიცაა ალიანსის წინაშე არსებული გამოწვევები, რუსეთისგან მომდინარე კონვენციური და არაკონვენციური საფრთხეები, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხები და სხვა. 

სრულად...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის მიცემის ფაქტზე მოქალაქე ვაჟა გ. დააკავეს.

სრულად...

ივანიშვილი პრეზიდენტობის კანდიდატად საკუთარი კანდიდატურის წამოყენებას აპირებს იმისათვის, რომ იმუნიტეტი შეიძინოს, განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა „კვირის აქცენტებში“ პირდაპირი ჩართვისას და დაამატა, რომ ივანიშვილი ხელისუფლებაში ვერ დარჩება იმის მიუხედავად, რომ მას მილიარდები აქვს.

სრულად...

პარლამენტის შენობასთან ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად მოქალაქეები არიან შეკრებილი. ამ დღისთვის თბილისში ჩამოვიდა სუს-ის სპეცოპერაციის შედეგად დაჭრილი და მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი. 

სრულად...

„რუსთავი 2“-სა და ეკლესიას შორის არსებული ურთიერთობის „გამოსწორების“ იმედი გამოთქვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, რომელმაც დღევანდელი ქადაგებისას სამაუწყებლო კომპანიის წარმომადგენლებს მიმართა და ურჩია, რომ „არ უნდა შეეხოთ, უხეშად არ უნდა შეეხოთ სარწმუნოებას, ქრისტიანობას, ეს არ რჩება დაუსჯელი“.

სრულად...

საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის გადადგომას ითხოვენ თბილისში, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციაზე შეკრებილი ქართველი ძიუდოისტები. ისინი პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრას და საკითხის გადაწყვეტაში მის ჩარევასაც ითხოვენ.

სრულად...

ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში (SNGP) გერმანია მნიშვნელოვანი და ამბიციური ინიციატივის მხარდამჭერი ქვეყანა გახდება. ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი:

სრულად...

საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მოხარული იქნება, თუკი, საქართველოს პარლამენტი სწრაფად მიიღებს კანონს და წარმოშობით ქართველებისათვის ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების საკითხთან დაკავშირებული პროცედურები უფრო ლიბერალური გახდება.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი