საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე სტრასბურგის სასამართლოში მიმდინარე საქმეს - „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" გამოეხმაურა.

სრულად...

„დამოუკიდებლობის გამოცხადების დღე ის შუქურაა, რომელიც უკვე მთელი ათწლეულებია, რაც  სახელმწიფოებრიობის მშენებლობის გზას უნათებს საქართველოს. ასი  წლის წინ დამოუკიდებლობისა და თავისუფლების შემოქმედთა იდეები კვლავ ახლობელია ჩვენთვის, რადგან მოლდოვაც და საქართველოც თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას დღემდე განაგრძობენ“, ამის შესახებ ნათქვამია მოლდოვას რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის მინისტრის ტუდორ ულიანოვსჩის წერილში.

სრულად...

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი პავლო კლიმკინი საქართველოს ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს წერილს უგზავნის და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 27-ე  და საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავს ულოცავს.

სრულად...

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია პრაღაში, ქართულ-რუსული არაფორმალური დიალოგის ფარგლებში, ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის შორის მორიგი შეხვედრის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

სრულად...

ე.წ. მესაზღვრეებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავთან ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, მამაკაცი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ე.წ. საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით დააკავეს.

სრულად...

25 მაისს საქართველოს საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მოწვევით, ლიეტუვას პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე ესტუმრება, რომელიც სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად ეწვევა.

სრულად...

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, მთავარ პროკურატურასთან ერთად, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1962 წელს დაბადებული ლ.გ., ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ბრალდებით, მარნეულში დააკავეს. 

სრულად...

ჩრდილოეთ კორეამ, მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უეცრად გააუქმა მისი შეხვედრა კიმ ჩენ ინთან, განაცხადა, რომ მას ჯერ კიდევ სურს მოლაპარაკებები „ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ფორმატში“.

სრულად...

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „რუთავი 2“-ის ეთერში „ღვთისმშობლის აგდებულად მოხსენებას“ ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს „შეურაცხყოფს ყველა მორწმუნე ქრისტიანის გრძნობებს, ისევე როგორც საკუთარი დედის აუგად მოხსენიება“.

სრულად...

„რუსთავი 2“-ის ქმედებების სულისკვეთება ერთია, – სურთ ჩვენი საზოგადოება წარმოაჩინონ თავისუფალი აზროვნების მოწინააღმდეგედ, ხოლო ჩვენი ეკლესია, – პრორუსულ ძალად. ვფიქრობთ, მათ არ ესმით, რომ ეკლესია ქრისტეს სხეულია და იგი არ შეიძლება იყოს პოლიტიკასთან დაკავშირებული, არც პრორუსულთან და არც – პროდასავლურთან, აცხადებენ საქართველოს საპატრიარქოში.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი