საქართველოს იუსტიციის მინისტრი „თეთრი ხმაურის მოძრობის“ მიერ თბილისში, პარლამენტის შენობის წინ გამართულ აქციებს აფასებს და აცხადებს, რომ აქციის მონაწილეების მხრიდან ხელისუფლება „ლანძღვის ნიაღვარში" მოჰყვა.
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში სამუშაო ჯგუფების მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს. დღევანდელ შეხვედრაზე 17 საკითხს განიხილავენ.
პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე, 1976 წელს დაბადებული ზ.ნ. დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ღაზას სექტორში გუშინდელ ხოცვა-ჟლეტას ზოგიერთი ქვეყნის მძაფრი რეაქცია მოჰყვა, მაგრამ შეერთებულმა შტატებმა, ისრაელის უმთავრესმა პოლიტიკურმა მოკავშირემ მხარი დაუჭირა ნეთანიაჰუს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, 1975 წელს დაბადებული მ.წ. ზუგდიდში დააკავეს.
უშიშროების საბჭომ ნატო-ს ბრიუსელის სამიტისთვის მოსამზადებელი სამუშაოები, რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება და საქართველოს თავდაცვის რეფორმის მიმდინარეობა განიხილა, განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა სხდომის დასრულების შემდეგ და დასძინა, რომ უშიშროების საბჭოს სხდომა საკმაოდ დატვირთული იყო.
პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გასული დღეების მოვლენები შეაფასა და აღნიშნა, რომ „გუშინდელი დღე, განსაკუთრებით, ჩვენი ხელისუფლების ადამიანური ბუნების კიდევ ერთი დადასტურება იყო“.
საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელში ნატო-ს სამიტზე ნატო-ში წევრობის გზაზე საქართველოს პროგრესის ადეკვატურ დაფიქსირებას ითხოვს და აცხადებს, რომ პროგრესი ერთმნიშვნელოვანად არსებობს და ამას ნატო-ს ყველა წევრი ქვეყანა აღიარებს.
„ეს არის პირველი ვიზიტი, როდესაც ჩვენს ქვეყანაში მსოფლიო ბანკის 10 აღმასრულებელი დირექტორია ჩამოსული და მათი ვიზიტის მნიშვნელობა ძალიან მაღალია“ – ამის შესახებ დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის აღმასრულებელ დირექტორებს შორის მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელმაც რამდენიმე თვის წინათ იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა, დღეს ამ წმინდა ქალაქში აშშ-ის საელჩოს გახსნის ცერემონიაზე დასასწრებად თავად არ ჩასულა, მაგრამ მისი ვიდეომიმართვა იქ დიდ ეკრანზე იქნა ნაჩვენები.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.