ექიმის განცხადებით, ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობებიდან თავის არეში მიყენებული ცეცხლნასროლი ჭრილობა სასიკვდილო აღმოჩნდა.
მოსამართლემ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, რომელიც დაკავებულების მიმართ აღკვეთის სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. დაცვის მხარის წამომადგენლები კი, დღევანდელ პროცესზე მათი დაცვის ქვეშ მყოფებისთვის გირაოს შეფარდებას მოითხოვდნენ.
ისრაელის ძალებმა სულ მცირე 52 პალესტინელი მოკლეს და 2 400 დაჭრეს ღაზას საზღვრის გასწვრივ, როგორც ეს პალესტინის ჯანდაცვის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (14 მაისი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0062 პუნქტით გამყარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წარმომადგენლებსა და შს მინისტრს შორის შეხვედრა დასრულდა. როგორც შეხვედრიდან გამოსულმა „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წევრმა, ბექა წიქარიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, იმ შემთხვევაში, თუ თანამშრომლობის ფორმატი არ გაამართლებს, ქუჩაში ისევ საპროტესტო აქციები დაიწყება.
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ 13 მაისს თბილისის ღამის კლუბებში განხორციელებული სპეცოპერაციების საჭიროებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ უწყება იძულებული გახდა ეს ნაბიჯი გადაედგა, რადგან სამინისტროს კლუბებში ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის 20 შემთხვევა აქვს გადაღებული.
დღეს საქართველო იმართება ბერა ივანიშვილის კლიპებით, აღნიშნული განცხადება „ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა გააკეთა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა თანამშრომელი, რომელიც 13 მაისს კლუბებში შევიდა, აღჭურვილი იყო სამხრე კამერი და არც ერთი დადასტურებული ფაქტი, უფლებამოსილების გადამეტების, არ არსებობს, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ.
შინაგან საქმეთა სამინისტროში „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წარმომადგენლებსა და შს მინისტრს შორის შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა.
თბილისის საქალაქო სასამართლო ღამის კლუბებში ნარკოტიკების უკანონოდ გასაღების ფაქტზე დაკავებული რვა პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების საქმეზე მსჯელობს. ცოტა ხნის წინ, სასამართლო პროცესზე შესვენება გამოცხადდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.