„ნარკორეალიზატორებისათვის სასჯელის დაწევა − როგორც ეს იყო ზოგიერთი საკანონმდებლო ინიციატივა, არის გამორიცხული“, განაცხადა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა და დაამატა: „პირიქით − ჩვენ გვინდა ნარკორეალიზატორისადმი კიდევ უფრო მკაცრი მიდგომა, რომელიც ბედავს და სიკვდილს სთავაზობს ჩვენი ქვეყნის მომავალს“.

სრულად...

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (15 მაისი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0090 პუნქტით გამყარდა.

სრულად...

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი აცხადებს, რომ შს მინისტრი გიორგი გახარია მზადაა, რომ პარლამენტში მივიდეს. ამის შესახებ მეზვრიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

სრულად...

პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ მთავრობა ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას იწყებს, რისთვისაც გამოიყოფა დამატებითი თანხები, რათა მოხდეს არსებული სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება. 

სრულად...

როგორც სასულიერო პირები ამბობენ, მსვლელობა 11:30 საათზე ვარდების მოედნიდან დაიწყება და რუსთაველის გავლით სამების საკათედრო ტაძარში დასრულდება, სადაც პატრიარქი ოჯახებსა და გვარებს დალოცავს. 

სრულად...

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ის „ჯეიმსთაუნის ფონდის“ დელეგაციის წევრებს შეხვდა, რომლებიც საქართველოს რეგიონული ტურის (თურქეთი-აზერბაიჯანი-საქართველო) ფარგლებში სტუმრობენ.

სრულად...

საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ნატოს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთი შემოვიდა, რომლის შემადგენლობაშიც შედის საფლაგმანო ხომალდი „HMS DUNCAN” (დიდი ბრიტანეთი), “TCG GEMLIK” (თურქეთის რესპუბლიკა), “BGS DRAZKI” (ბულგარეთი) და ”RS REGELE FERDINANT” (რუმინეთი). ნატოს მუდმივმოქმედ მეორე შენაერთს კომოდორი მაიკლ უტლი ხელმძღვანელობს. 

სრულად...

23 მაისს სტრასბურგში ევროპული სასამართლოს წინაშე იმართება ბოლო და ღია განხილვა საქმისა „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“, რომელიც არის აგვისტოს ომის საქმე, განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, რომელიც ვარაუდობს, რომ გადაწყვეტილება წლის ბოლომდე უნდა გამოცხადდეს.

სრულად...

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი არჩილ ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ამ საკითხის გარშემო არსებული შეკითხვები არა მხოლოდ დღევანდელ შეხვედრაზე, არამედ ყველა და ნებისმიერ ფორმატში იქნება დაყენებული ქართული სახელმწიფოს მხრიდან.

სრულად...

საქართველოს თავდაცვის უწყებაში განხორციელებული და მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესი, ქვეყნის უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები და აშშ-საქართველოს შორის არსებული მტკიცე ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობა ის მთავარი საკითხები იყო, რომელიც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა „Jamestown” ფონდის წარმომადგენლებთან განიხილა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი