შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასთან მიმდინარე შეხვედრის დასრულების შემდეგ „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წარმომადგენელმა ბექა წიქარიშვილმა განაცხადა, რომ დიდია ესკალაციის რისკი და ამიტომ მათ მართებთ სიმშვიდის შენარჩუნება.
„ყველა ჩვენს მოთხოვნაზე მიდის ძალიან მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები“, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრთან მიმდინარე შეხვედრიდან დროებით გამოსულმა „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წარმომადგენელმა ბექა წიქარიშვილმა პარლამენტის შენობასთან და მოუწოდა მის მხარდამჭერებს, რომ შეინარჩუნონ სიმშვიდე.
საქართველოს საპატრიარქო რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ შექმნილ ვითარებას ეხმაურება და თავი მოუწოდებს ყველას „თავი შეიკავონ დაპირისპირებისაგან, რომ არ გახდნენ მიზეზნი სერიოზული პროვოკაციისა“.
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია რუსთაველის გამზირზე მივიდა, მისი გადადგომის მოთხოვნით შეკრებილ ოპონენტებს ხვდება და იმ შეკითხვებს პასუხობს, რაც პოლიციის მიერ 12 მაისს, თბილისის ღამის კლუბებში განხორციელებულ სპეცოპერაციებს უკავშირდება.
რუსთაველზე შეკრებილი ახალგაზრდები არიან „თავისუფლებისა და ღირსების მატარებელი, ეს ადამიანები აპროტესტებენ უსამართლობას და ძალმომრეობას და ამიტომ სწორი აქცენტები აქვთ“, აცხადებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ მზადყოფნა გამოხატა, რომ მივიდეს რუსთაველის გამზირზე და ოპონენტებთან ერთად გასცეს იმ შეკითხვებს პასუხი, რაც პოლიციის სპეცოპერაციას უკავშირდება.
მას შემდეგ რაც, პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციიდან საგანგებო მიმართვისას მოუწოდა სამართალდამცავ ორგანოებს, ნებისმიერი შესაძლო დაპირისპირების პრევენციის მიზნით, მაქსიმალურად გაეძლიერებინათ უსაფრთხოების ღონისძიებები პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც „თეთრი ხმაურის“ აქციის პარალელურად კონტრაქციაც მიმდინარეობს და სადაც მდგომარეობა დაძაბულია, რუსთაველის გამზირზე პოლიციის და სპეციალური დანიშნულების დამატებითი რაზმები, და წყლის ჭავლის მანქანები გამოჩნდნენ.
რეპერი ბერა ივანიშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე კლიპს აქვეყნებს, სახელწოდებით - „ლეგალიზება #მშვიდობისთვის“ - და აცხადებს, რომ ის წარმოადგენს თაობას, რომელსაც „აღარ ეშინია მთავრობის“.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტის შენობასთან „თეთრი ხმაურის“ საპროტესტო აქციის მიმდინარეობასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გააკეთა.
პარლამენტის შენობასთან, სადაც „თეთრი ხმაურის“ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე კახაბერ საბანაძე მივიდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.