ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებაზე ბუნდოვანება და კითხვები არ დარჩეს, ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ გავრცელდა.
პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს მოქალაქეებს რეფერენდუმის დღეს ულოცავს. ამის შესახებ მთავრობის მეთაურის განცხადება მისი „ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.
საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრების მორიგი შეხვედრა თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ გირესუნში ხვალ გაიმართება.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, ქ.მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი ცხვარიჭამიის ადმინისტრაციულ ერთეულში: ლაშა ფ. დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის შემდეგ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს ობიექტის ინსპექტორი, პოლიციის მაიორი ნ.ბ. თაღლითობის ფაქტზე დააკავეს.
საქართველოს პრემიერ მინისტრის თქმით, 2019 წელს, უკვე მოდიფიცირებული სახით პროექტი დასრულდება და ქუთაისს ექნება უზარმაზარი ტურისტული ცენტრი, თავისი რკინიგზის სადგურით, აეროპორტითა და სასტუმროების ზონით.
საქართველოს პრემიერ მინისტრის თქმით, ხელისუფლება ოპოზიციასთან კონსტრუქციული დიალოგის მომხრეა და კონსტრუქციული ნაბიჯების გადადგმას მომავალშიც განაგრძობს, თუმცა, ამის საპირისპიროდ, გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ოპოზიციის მხრიდან ქედმაღალი, ძალიან უღირსი დამოკიდებულება მიიღეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზატორი მძიმე ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავა. აღნიშნულთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, დავით ლაცაბიძემ და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა, მამუკა ჭელიძემ ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.
რუსეთი რამდენიმე ქვეყნის დიპლომატებს აძევებს, რაც დასავლეთის სახელმწიფოების მიერ კვირის დასაწყისში რუსი დიპლომატების მასობრივი გაძევების საპასუხო ნაბიჯია და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ამას სარკისებური ხასიათი აქვს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (30 მარტი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0119 პუნქტით გამყარდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.