საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე მაია ცქიტიშვილის დანიშვნიდან მეორე სამუშაო დღესვე თანამდებობა დატოვა საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, გიორგი სეთურიძემ, რომლის მიმართაც ოპოზიციის მხრიდან არაერთმა კორუფციულმა ბრალდებამ გაიჟღერა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (3 აპრილი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0123 პუნქტით გამყარდა.
საქართველოს პროკურატურამ ჩატარებული ეფექტიანი გამოძიების შედეგად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 5 ყოფილი თანამშრომელი - ნ.ჯ., გ.ა., ა.ც., მ.მ., და ბ.ღ. სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა, ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც მთავარი პროკურატურა ავრცელებს.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ვიდეომიმართვას ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა. როგორც მან ჟურნალისტებთანს საუბრისას განაცხადა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის პათოსი დამარცხებისთვის არის განწირული.
პარლამენტში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია გაჩეჩილაძე და პარტია „ახალი საქართველოს” ლიდერი გიორგი ვაშაძე დაუპირისპირდნენ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ვიდეომიმართვას ეხმაურება.
აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები, ქვეყანაში განხორციელებული დემოკრატიული რეფორმები, ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები და საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში საქართველოს მნიშვნელოვანი როლი იყო პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და ამერიკელი კონგრესმენის, უილ ჰარდის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები.
სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა ქალაქში არსებული ნახევარფაბრიკატების საწარმოებიდან, ხორცპროდუქტების სარეალიზაციო ობიექტებიდან და აგრარული ბაზრებიდან ხორცისა და ხორცპროდუქტების 20 ნიმუში აიღეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ტრანსსასაზღვრო ნარკოდანაშაულთან ბრძოლაში აქტიურადაა ჩართული, ამის შესახებ შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა, მამუკა ჭელიძემ განაცხადა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ქვეყანაში დაბრუნებას აპირებს. როგორც იგი „ნაციონალური მოძრაობის" სახელით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს, აქვს კონკრეტული გეგმა, თუ როგორ შეიძლება არსებული სოციალური პირობების გაუმჯობესება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.