საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (29 მარტი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0009 პუნქტით გამყარდა.
მოსკოვის სასამართლომ ბოლო წლების რუსეთის კრიმინალურ ისტორიაში ორ ცენტრალურ ფიგურანტს განაჩენი გამოუტანა.
მე ჯერჯერობით არსად წასვლას არ ვაპირებ, ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვასშესაძლო სამთავრო ცვლილებებთან დაკავშირებით.
საგარეო უწყება საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომელს მიუღებელ პიროვნებად აცხადებს და მოითხოვს მის მიერ ქვეყნის დატოვებას 7 დღის ვადაში.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვეტერანების საქმეთა მდივანი (მინისტრი) დევიდ შულკინი თანამდებობიდან გაათავისუფლა და აღნიშნულ პოსტზე თავისი პირადი ექიმი, ზურგის ადმირალი, რონი ჯექსონი წარადგინა.
სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტებზე, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონალური სამმართველოს გურიის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლები: გენო ქ., ემზარ ც., მამუკა ა., ირაკლი ხ. და რამაზ კ. დააკავეს.
ვენესუელას შტატ კარაბობოს ქალაქ ვალენსიაში, პოლიციის განყოფილებაში გაჩენილმა ხანძარმა 68 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, იტყობინება BBC ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით.
ჟენევაში ოთხშაბათს გამართულ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში იმედგაწბილება არის გამოხატული ქართული დელეგაციის მიერ საქართველოს პრემიერ მინისტრის 9 მარტის „დამაიმედებელი განცხადების“ „საპირისპირო“ განცხადებების გაკეთების გამო და ქართული მხარისადმი მოწოდებაა გაკეთებული იმასთან დაკავშირებით, რომ თბილისმა ჟენევაში „ბოლოს და ბოლოს პირდაპირი დიალოგი დაიწყოს სოხუმთან და ცხინვალთან“.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის მოლაპრაკებების 43-ე რაუნდის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის საზღვაო ქვეითი ძალების მეთაურს, გენერალ-მაიორ რასელ სანბორნს უმასპინძლა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.