რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ დიდ ბრიტანეთს და შეერთებულ შტატებს ბრალის დასდო იმაში, რომ ისინი რუსეთში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ჩაშლას ცდილობენ.
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ისრაელი ღაზაში „არაადამიანური თავდასხმის“ გამო გააკრიტიკა. პარასკევს ღაზას საზღვართან, უსაფრთხოების ზღუდის გასწვრივ პალესტინელების მასობრივი პროტესტისას მომხდარ შეხლა-შემოხლას 16 პალესტინელის სიკვდილი მოჰყვა. შაბათს, ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მოკლულთაგან სულ მცირე 10, პალესტინური ტერორსიტული დაჯგუფების, მათ შორის „ჰამასის“ წევრი იყო.
„ზემო სვანეთში შეუქცევადი უარყოფითი პროცესების განვითარებაზე პასუხისმგებლობა დაეკისრება არსებულ ხელისუფლებას“, აცხადებს მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი (ჯამდელიანი) მესტიაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში.
ამან ტულეევი ვადაზე ადრე, თავის სურვილით ტოვებს კემეროვოს ოლქის გუბერნატორის პოსტს, იტყობინება „რია ნოვოსტი“ რეგიონული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით.
მართლმადიდებელი ეკლესია დიდმარხვის მეექვსე კვირა დღეს მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას ზეიმობს, რასაც ქრისტიანები ბაიაობას ანუ ბზობას უწოდებენ. ეს გახლავთ ათორმეტთაგან რიგით პირველი მოძრავი დღესასწაული, რომელიც ყოველთვის ემთხვევა ბრწყინვალე აღდგომის წინა კვირა დღეს.
ჩვენ სულ ცოტა ხნის წინ მივაბარეთ მიწას ერთი გმირი ქართველი ვაჟკაცის სხეული, რომელიც ვერ გატეხეს და რომელსაც ვერ ათქმევინეს ვერც ერთი სიტყვა ჩვენი სამშობლოს ინტერესების საწინააღმდეგოდ, აღნიშნული განცხადება პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა პარტია „ქართული ოცნების“ გორის საოლქო ორგანიზაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
„ქართული ოცნების”, როგორც პოლიტიკური ორგანიზაციის გაძლიერება და პარტიული ცხოვრების გააქტიურება რეგიონებში არის ჩვენი უმნიშვნელოვანესი ამოცანა, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.
„ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი ეროვნული ინტერესების შესაბამისად - ეს არის ჩვენთვის მთავარი“, ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას.
„არ ვიცი, რას ეხება კონკრეტულად პრეზიდენტის ინიციატივა. რა თქმა უნდა, დავინტერესდები და საჭიროებიდან გამომდინარე, ბუნებრივია, ვითანამშრომლებთ“, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ინიციატივაზე საუბრისას.
„პრემიერ მინისტრმა ვანსა და ხონში ვიზიტისას ბულვარულ ჭორებზე სასაუბროდ მოიცალა. სამაგიეროდ, არ გახსენებია ვანისა და ხონისთვის აქტუალური პრობლემა - ფაროსანა", აღნიშნული განცხადება „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერმა, ვანისა და ხონის მაჟორიტარობის კანდიდატმა, გიგი უგულავამ გააკეთა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.