მნიშვნელოვანია, რომ ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში შეთანხმება მოხდეს იმის მიხედვით, თუ რა იქნება საქართველოს ინტერესების, მისი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვრენიტეტისთვის მნიშვნელოვანი, განაცხადა ჟენევის მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი მონაწილე ქვეყნის, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა იან კელიმ „რუსთავი 2“-თან საუბრისას.
ოკუპირებულ ცხინვალში, გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილ არჩილ ტატუნაშვილს შაბათს, 24 მარტს სამხედრო წესით დაკრძალავენ. ტატუნაშვილის ცხედარი თბილისში, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში ჩატარებული ექსპერტიზის შემდეგ, წილკანში საკუთარ საცხოვრებელ სახლში გადაასვენეს
დამოუკიდებელი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი ირაკლი თოიძე, რომელიც არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების შედეგ, თბილისში ექსერტიზას დაესწრო, აცხადებს, რომ ცხედარს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.
ჩინეთს არ სურს სავაჭრო ომებში მონაწილეობა, მაგრამ მზად არის დაიცვას თავისი ინტერესები ამერიკის შეერთებულ შტატებთან კონფრონტაციაში, განაცხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ხუა ჩინინმა.
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამს ულოცავს.
ანდერს ფოგ რასმუსენი აცხადებს, რომ შეუძლებელია საქართველოს ნატოში გაწევრიანება ისე, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე დროებით მაინც არ გავრცელდეს ალიანსის წესდების მე-5 მუხლი, რადგან, როგორც ნატოს-ს ყოფილი გენერალური მდივანი მიიჩნევს, ამგვარი სცენარის, მე-5 მუხლის გაუვრცელებლობის შემთხვევაში, შესაძლოა, გაჩნდეს იმის მინიშნების საფრთხე, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები - აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი დაკარგულია.
პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი მთავრობის ადმინისტრაციაში ბელარუსის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილეს, მიხაელ რუსს ხვდება.
სასამართლომ განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ძალადობაში ბრალდებულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში შვილმა დედა მოკლა. 91 წლის ქალს სასიკვდილო ჭრილობა ნაჯახით აქვს მიყენებული.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 16 ჰა მიწის შესახებ სამშაბათს ჩატარებულ აუქციონს ეხმაურება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია და აცხადებს, რომ „გუშინ ივანიშვილს ნიღაბი ბოლომდე ჩამოეხსნა“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.