ჩინეთის პრეზიდენტმა ქსი ძინპინგმა, რომელსაც ახლახან კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების შედეგად, რომლითაც ორი ვადით არჩევის შეზღუდვა მოიხსნა, ქვეყნის სათავეში სიცოცხლის ბოლომდე ყოფნის შესაძლებლობა მიეცა, ეროვნულ სახალხო კონგრესს უთხრა, რომ ჩინეთი, მისი განვითარების გამო, თვითკმაყოფილებას არ უნდა მიეცეს.
რუსეთის პრეზიდენტად მორიგი 6 წლით აბსოლუტური უმრავლესობით არჩეულმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ იგი ღიაა სხვა სახელმწიფოებთან „კონსტრუქციული“ დიალოგისათვის, თუმცა დაამატა: „რა თქმა უნდა ეს მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული. უბრალოდ, როგორც ეს სიყვარულშია, ორივე მხარემ უნდა აჩვენოს ინტერესი, თორემ მაშინ სიყვარული არ გამოვა“.
ამ ბოლო დროს, ქართველების ერთი ჯგუფი, მასმედიაში და სოცქსელებში აცხადებს, რომ თითქოს, ქართველებს რუსეთის „ისტორიული ვალი გვაქვს-ო“, „ერთმორწმუნე რუსებმა გადაგვარჩინეს-ო“ და ა.შ.! მათ პასუხდ კი, ქართველების მეორე ჯგუფს მოჰყავს სხვადასხვა ფაქტები, - „ერთმორწმუნე რუსეთის ისტორიული ანტიქართული ქმედებებისა“ და ა.შ.!
„მინდა ბოდიში მოვუხადო ყველა იმ მორწმუნეს, ვისი გრძნობებიც უნებურად შეილახა ჩვენი ჟურნალისტის განცხადებების გამო, თუმცა, ამ მორწმუნეებში არ ვგულისხმობ მათ, ვინც დღეს აქ იყვნენ - ეს ადმიანები არ განიხილებიან ჩვენს მიერ ქრისტიანებად", განაცხადა „რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ რამდენიმე წუთის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ტელეკომპანიის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარსა და ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას P.S.-ში გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით.
დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა „დიდწილად“ მიაღწიეს შეთანხმებას, რომელიც დიდი ბრიტანეთის ბლოკიდან „ორგანიზებულ გასვლას“ განაპირობებს.
ტელეკომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აქციის მონაწილეებმა ალყაში მოაქციეს მანქანა, რომლითაც ჟურნალისტი გიორგი გაბუნია და ტელეკომაპნიის იურისტი თამთა მურადაშვილი გადაადგილდებოდნენ და უკანონოდ აღუკვეთეს მათ თავისუფლება.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (19 მარტი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0056 პუნქტით გამყარდა.
„ხელისუფლება აქტიურად მუშაობს რომ სამართალი აღსრულდეს იმ პირთა მიმართ, ვისაც ჩადენილი აქვთ დანაშაული, მათ შორის, საუბარია მკვლელობაზე, გატაცებებზე და ა.შ", განაცხადა პარლმენტის თავმჯდომარემ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ე.წ. ქურდულ სამყაროსთან მიმართებაში, ქმედებები, რომლებიც სისხლის სამართლის წესით არ ისჯება, კანონპროექტის მიღების შემდეგ დანაშაულად გამოცხადდება.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია აჭარის რეგიონში არსებულ სამხედრო ნაწილებში იმყოფებოდა. თავდაცვის მინისტრი სამხედრო ქვედანაყოფებში არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.