სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე ქალაქ თბილისის საკრებულოს წევრი, კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი თემურ გორგაძე დააკავეს.
თამბაქოს მიერ გამოწვეული ზიანით საქართველოში ყოველწლიურად 11 400 ადამიანი იღუპება, აქედან 2 900 პასიური მწეველია, განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ და აღნიშნა, რომ თამბაქოს მოხმარების შემცირების ერთ-ერთი ეფექტური მექანიზმი ფასების ზრდასთან დაკავშირებით არსებული ტენდენციის შენარჩუნებაა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (28 თებერვალი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0103 პუნქტით გამყარდა.
მიმდინარეობს თუ არა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე პოლიტიკური ხასიათის დევნა, ამ შეკითხვით მოქმედ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ლიტველმა ჟურნალისტმა მიმართა. მარგველაშვილი აცხადებს, რომ მისმა წინამორბედმა „პასუხგაუცემელი დატოვა მრავალი შეკითხვა“ და „მას [სააკაშვილს] აკისრია პასუხისმგებლობა უპასუხოს სახელმწიფო ინსტიტუტებს“.
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, პრეზიდენტი „მაუწყებლობის შესახებ“ კანონს ხელს არ აწერს.
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში 70 წლამდე მამაკაცი მოკლული იპოვეს. „საზოგადოებრივი მაუწყებელი" გარდაცვლილის მეზობლებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ მამაკაცს ჭრილობა ყელის არეში ცივი იარაღით ჰქონდა მიყენებული.
სასამართლომ თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა და მასთან ერთად ბრალდებული ოთხი პირი, ე.წ. ფონდების საქმეში დამნაშავედ სცნო. აღნიშნულთან დაკავშირებით, მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.
დასახელდა თბილისის 14 ქუჩა და გამზირი, მათ შორის ერთი გზატკეცილი, სადაც 1-ელი მარტიდან მიკროავტობუსები მხოლოდ ავტობუსებისთვის განკუთვნილ გაჩერებებზე შეძლებენ მგზავრთა აყვანას და შესაბამისად, მოქალაქეთა სამარშრუტო ტაქსებიდან ჩამოსვლაც მხოლოდ აღნიშნულ მოსაცდელებზე იქნება დაშვებული.
საქართველოს შეიარაღებული ძალების საინჟინრო ბრიგადის რადიაქტიული, ქიმიური და ბიოლოგიური (რქბ) დაცვის ასეულისთვის საბაზისო სწავლების მესამე ეტაპი დასრულდა.
„საზოგადოებრივი მაუწყებლის" ინფორმაციით, წუხელ, გვიან ღამით მსუბუქი ავტომობილი ხიდიდან ე.წ. ჰესის წყლის არხში გადავარდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.