მოსკოვში, ერისადმი ყოველწლიურ მიმართვაში პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რამდენიმე წუთის წინ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის ან მისი მოკავშირეების წინააღმდეგ ბირთვული იარაღის ნებისმიერი გამოყენება მიჩნეული იქნება, როგორც ბირთვული თავდასხმა და პასუხი დაუყოვნებლივ იქნება გაცემული.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, მოსკოვში, ერისადმი ყოველწლიურ მიმართვაში, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებამდე 16 დღით ადრე, რომელშიც უდავო გამარჯვებას მას უწინასწარმეტყველებენ, განაცხადა, რომ განზრახული აქვს სიღარიბის განახევრება მომდევნო ექვსი წლის განმავლობაში და ისეთი პირობების შექმნა, რომლის დროსაც მოქალაქეების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 80 წელი იქნება.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები ბორჯომში საზოგადოებრივი წესრიგისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით იმყოფებიან.
„ევროპული საქართველო“ მმართველ გუნდს ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის მიღებისკენ მოუწოდებს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გუშინ მომხდარ დაპირისპირებას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. როგორც ნიკა მელიამ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, მომხდარზე პასუხისმგებლობა მმართველ გუნდს ეკისრება.
ილუზიონისტი ზურაბ ვადაჭკორია 57 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი ავადმყოფობის შედეგად დაიღუპა.
გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი მთელი საქართველოს მასშტაბით მისაღები გამოცდებისთვის საინფორმაციო შეხვედრებს იწყებს. საინფორმაციო კამპანია იმერეთის შემდეგ, კახეთში, კერძოდ პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში ჩატარდა.
ბორჯომის საკრებულოში ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის მძაფრი, ხელჩართული ჩხუბის შემდეგ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია, რომელსაც ბორჯომის მერიის თანამშრომლები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, აცხადებს, რომ „ნებისმიერი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერისთვისაც ბორჯომის საკრებულოში უნდა იყოს ნათელი, რომ ეს ხელისუფლება, „ქართული ოცნება“ არის მხოლოდ და მხოლოდ ძალადობისა და აგრესიის პერსონიფიკაცია“.
გიორგი კვირიკაშვილი თბილისში, ბარათაშვილის ქუჩაზე მომხდარი შემთხვევის შედეგად 14 წლის მოზარდის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ძებნის სამმართველოს თანამშრომლებმა 2013 წლიდან წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე ძებნილი საქართველოს მოქალაქე, 1969 წელს დაბადებული ზაზა ბაქრაძე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.