საპარლამენტო უმრავლესობამ რეზოლუცია დაარეგისტრირა, რომლითაც არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის გამო პასუხისმგებლობას რუსეთის ფედერაციას აკისრებს, ოჯახისთვის ცხედრის დაუყოვნებლივ გადმოცემას და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შესვლას მოითხოვს.

სრულად...

ევროპის დიდ ნაწილში მეორე დღეა, რაც ძლიერი თოვა და ყინვები გრძელდება, რის გამოც მსხვერპლის რიცხვი გაიზარდა. ინტენსიურმა თოვამ სატრანსპორტო ქაოსი შექმნა, ჩაკეტილია გზები, შეჩერებულია სარკინიგზო მიმოსვლა და გაუქმებულია ასეულობით რეისი.

სრულად...

პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელის, ლაშა ჟვანიას განცხადებით, არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებასთან დაკავშირებით საქართველოს პატრიარქი რუსეთის პატრიარქს წერილობით მიმართავს.

სრულად...

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა საქართველოს ყოფილი ვიცე-პრემიერისა და პრეზიდენტის ყოფილი თანაშემწის თემურ ბასილიას 2008 წლის 28 ოქტომბრის განაჩენის გადახედვის საქმეზე ბოლოს სხდომას 2018 წლის 5 აპრილს გამართავს და საქმეზე, სავარაუდოდ, გადაწყვეტილებასაც გამოაცხადებს. 

სრულად...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, კახაბერ ქემოკლიძის განცხადებით, ქართულმა მხარემ ერგნეთში‌ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა.

სრულად...

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (1 მარტი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0043 პუნქტით გამყარდა.

სრულად...

აუცილებელია, დადგეს პასუხისმგებლობა ამ საშინელი ინციდენტის გამო, აღნიშნული განცხადება ოკუპირებულ ცხინვალში არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, იან კელიმ გააკეთა.

სრულად...

აქ იქნა აღწერილი გუშინდელი მოვლენები და სამწუხაროდ, ეს მოვლენები, თქვენს აღწერილობაში არის ცალმხრივი და თქვენი ბინოკლიდან დანახული, მიმართა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ დღევანდელ სხდომაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიას ბორჯომში გუშინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

სრულად...

რუსეთის მზარდი სამხედრო ძლიერება პლანეტაზე მშვიდობის შენარჩუნების გარანტიას ქმნის, განაცხადა პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ფედერალური საბჭოს წინაშე ყოველწლიური სიტყვით გამოსვლისას.

სრულად...

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ნიკა მელიასა და კომიტეტის თავმჯდომარეს, ზაზა გაბუნიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი