ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა. „გადავწყვიტე, რომ დადგა დრო, ოფიციალურად იქნეს აღიარებული იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად“, განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ვლადიმერ პუტინმა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ გამოაცხადა. „მე წამოვაყენებ ჩემ კანდიდატურას რუსეთის ფედერეციის პრეზიდენტის პოსტზე“, განაცხადა პუტინმა ქარხანა „გაზ“-ში თანამშრომლებთან შეხვედრის დროს.
უკრაინის პრეზიდენტი კიევში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. პეტრო პოროშენკოს თქმით, უკრაინაში არეულობის მოწყობისთვის მოსკოვი ძალას არ იშურებს.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ვოლსკი უკრაინაში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს გამოეხმაურა. ვოლსკი მიიჩნევს, ქვეყანაში სიტუაციის დაძაბვა, პირველ რიგში, რუსეთის ინტერესებში შედის.
საქართველოს ვიცე პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის შეფასებით, ნატო-საქართველოს კომისიის შეხვედრა მინისტერიალის ფარგლებში, რომლის დღის წესრიგშიც ალიანსი ღია კარის პოლიტიკაზე მსჯელობს, ძალზედ მნიშვნელოვანია.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (6 დეკემბერი, 2017) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0056 პუნქტით გამყარდა.
დააპატიმრებენ ბატონ სააკაშვილს - ძალიან მალე დამთავრდება ბატონი ივანიშვილი, თუ არ დააპატიმრებენ სააკაშვილს - ცოტა ხანი იფართხალებს ივანიშვილი და პოროშენკო იქ, სადაც არის, აღნიშნული განცხადება თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქცია-მსველელობაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ გააკეთა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზაალ უდუმაშვილი მიიჩნევს, რომ უკრაინაში სააკაშვილის გარშემო მიმდინარე მოვლენები პირდაპირ კავშირიშია საქართველოსთან, რადგან ეს „ორი ოლიგარქის“ მიღწეული შეთანხმების გაგრძელებაა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები დაიმუქრნენ, რომ უკრაინის გენერალური პროკურორის, იური ლუცენკოს სახლთან მივლენ, თუკი ძალოვანები ისევ შეეცდებიან კარვების ქალაქზე თავდასხმას. აღნიშნულის შესახებ სააკაშვილის ოპოზიციური „ახალი ძალების მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, უმაღლესი რადას დეპუტატმა, იური დერევიანკომ განაცხადა.
თბილისის სააპელაციო სასმართლოში დღეს დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის განხილვა დაიწყო. წინა ინსტანციის, საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას როგორც დაცვის, ასევე ბრალდების მხარე ასაჩივრებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.