უკრაინაში, კიევში მიხეილ სააკაშვილის სახლთან პოლიციასა და აქტივისტებს შორის შეტაკება მოხდა.
მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია - საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი კიევში, სახლის სახურავიდან სამხედრო ფორმიანმა პირებმა გაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას lb.ua ავრცელებს.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა მას შემდეგ, რაც შენობის სახურავზე ავიდა, მხარდამჭერებს მიმართა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი მას შემდეგ, რაც მის სახლთან სპეცრაზმი მივიდა, სახლში კი, სამართალდამცავებმა ჩხრეკა დაიწყეს, შენობის სახურავზე ავიდა და გადმოხტომით იმუქრებოდა.
უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე დავით საყვარელიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ბინაში, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, კარებს ამტვრევენ.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დონალდ ტრამპს უთხრა, რომ იგი „შეშფოთებულია“ იმის თაობაზე, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა შესაძლოა ერთპიროვნულად აღიაროს იერუსალიმი როგორც ისრაელის დედაქალაქი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1979 წელს დაბადებული მ.ა., ოჯახში ძალადობის ბრალდებით, ოზურგეთში დააკავეს.
Cathay Pacific-ის თვითმფრინავის ეკიპაჟის წევრებმა, რომლებიც იაპონიის თავზე მიფრინავდნენ, უეცრად, ჩრდილოეთ კორეის მიერ გაშვებული რაკეტა დაინახეს, განაცხადა ავიახაზებმა.
1-ელ დეკემბერს, თბილისის 51-ე საჯარო სკოლასთან მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვან გ.ჯ.-ს, რომელზეც ძებნა იყო გამოცხადებული და რომელიც დღეს პოლიციას თავად ჩაბარდა, ადვოკატი შეხვდა. ტარიელ კაკაბაძე, რომელიც არასრულწლოვანის ინტერესებს იცავს, აცხადებს, რომ ბრალდებულმა მას მოუყვა, თუ რა მოხდა მკვლელობის ადგილას და აზუსტებს, რომ „მას ნამდვილად ჰქონდა დანა, რომელიც მან გამოიყენა მხოლოდ ერთხელ“.
2017 წლის 4 დეკემბერს, თბილისის პროკურატურამ ქ. თბილისის 51-ე საჯარო სკოლასთან მომხდარი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნების მიმართ განზრახ მკვლელობის ფაქტის დაფარვისთვის ხუთი პირი - თ.კ., მ.კ., ლ.კ., გ.შ. და ზ.წ. სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.