საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ აღნიშნული ღონისძიების მიზანი შესაძლო პროვოკაციების პრევენცია და საქართველოს პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლებისთვის სამუშაო პირობების უზრუნველყოფაა.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დოჰას ყოველწლიურ ეკონომიკურ ფორუმს ესწრება. ვიზიტის ფარგლებში პრემიერი ყაზახეთის პრეზიდენტს, ყასიმ-ჟომართ თოყაევს შეხვდა.
საქართველოში ბევრ ადამიანს აქვს სურვილი, რომ ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის წევრი გახდეს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან კითხვა-პასუხის დროს განაცხადა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მადრიდის სამიტზე მიიწვია.
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა მთაწმინდის რაიონში, მელიქიშვილის ქუჩის სრული რეაბილიტაცია დაიწყო. მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე ანდრია ბასილაიასთან ერთად გაეცნო.
ყველას მინდა შევახსენო, რომ იმ დროს - 2008 წელს - მსოფლიოში მოდით პირდაპირ ვთქვათ, არავინ დაუთმო საკმარისი ყურადღება იმ ფაქტს, რომ სუვერენული ერი, დამოუკიდებელი ქვეყანა, საქართველო გახდა რუსეთის შემოჭრის მსხვერპლი. რუსეთმა მოახდინა მეზობელი ქვეყნის 20 პროცენტის ოკუპაცია და ამას რეაქცია არ მოჰყოლია, მსოფლიოს ამაზე ადეკვატური, სწორი რეაქცია არ ჰქონია. არანაირი სანქციები დაუწესდა რუსეთს. არაფერი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კატარის ყოველწლიური ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, პანელურ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ეს რომ დამსახურების საფუძველზე განხორციელებული პროცესი ყოფილიყო, საქართველო, რა თქმა უნდა, პირველი ქვეყანა იქნებოდა, რომელსაც კანდიდატის სტატუსი მიენიჭებოდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კატარის ყოველწლიური ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში პანელურ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ჩვენი მოსახლეობის 80 პროცენტზე მეტი მხარს უჭერს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას და ჩვენ - ჩვენმა პარტიამ და ჩვენმა მთავრობამ - ყველაფერი გააკეთა, რაც შესაძლებელი იყო, 2012 წელს ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან: ხელი მოვაწერეთ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას, უვიზო მიმოსვლის რეჟიმს, ახლა კი ოფიციალურად წარვადგინეთ განაცხადი, რაც შეეხება ნატო-ში გაწევრიანებას, ეს არის ჩვენი მიზანსწრაფვა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კატარის ყოველწლიური ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში პანელურ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, 21-დან 27 ივნისის ჩათვლით, თბილისის რიგით მე-14 საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი გაიმართება. პროექტი თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის და საქართველოს პირველი არხის მხარდაჭერით ხორციელდება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კატარის სახელმწიფოს დედაქალაქ დოჰაში ვიზიტი დაიწყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.