GUARDIAN.GE - ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი „ტვიტერის“ გვერდზე ქართულ ენაზე წერს.
„დღეს კარგი დღეა ევროპისთვის. ვულოცავ პრეზიდენტ ზელენსკის, პრეზიდენტ სანდუს და პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს. თქვენი ქვეყნები არიან ჩვენი ევროპული ოჯახის ნაწილი. დღეს ლიდერების ისტორიულმა გადაწყვეტილებამ ეს დაადასტურა“, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი „ტვიტერის“ გვერდზე წერს.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, მოგვიანებით, გარემოს დაცვის მინისტრი, შემდგომ კი საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიაში ელგუჯა ხოკრიშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ იმის შესახებ წერს, თუ რას დაკარგავს საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის არმიღების შემთხვევაში.
ერთ-ერთი გამოკვეთილი არგუმენტი, რის გამოც უფრო მეტს ვიმსახურებდით, ჩვენს მიერ გაღებული სისხლი, ჩვენი ბრძოლა და ომია, ჩვენ სამჯერ ვიომეთ რუსეთის ჯარის წინააღმდეგ და მიღებული გადაწყვეტილება უსამართლოა, ასე მოქცევა არ შეიძლებოდა-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წეროვანში, დაჭრილ-დაშავებულ მებრძოლთა კვირეულის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ვაქცინა არ მუშაობს, სანქცია არ მუშაობს ანუ პრემიერ ღარიბაშვილის თავი არ მუშაობს. 24-ში ისევ იმდენი ქუჩაში! - ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი დავით ბერძენიშვილი წერს.
აბსოლუტურად ყველა, ნეიტრალურ, დამაჯერებელ არაპროპაგანდაში გასვრილ ტელევიზიას, თუ არასამთავრობოს მივმართავ, შეამოწმონ ჩემი ოჯახის აბსოლუტურად ყველა ანგარიშები. სოლიკო ვირსალაძით ვერ გადაფარავთ ბინძურ უჩა მამაცაშვილის, ირაკლი რუხაძის, ოთარ ფარცხალაძისა და სხვა ოლიგარქების ბინძურ სქემას“, – განაცხადა „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციამ საფრანგეთის შეიარაღებული
ძალების სამინისტროს მოწვევით, საერთაშორისო სამხედრო გამოფენა EUROSATORY
2022-ში მიიღო მონაწილეობა, სადაც თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს
სახმელეთო და აერომობილური შეიარაღებისა და ტექნიკის ნიმუშები, ინოვაციები
და თანამედროვე მიღწევები იყო წარმოდგენილი.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ პარლამენტში განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესდეს და საქართველოში არასდროს აღარ იყოს ერთპიროვნული მმართველობა.
პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წევრის, დეპუტატ დავით უსუფაშვილის განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება საუბარი, თითქოს ოპოზიციის წარმომადგენლები საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ მუშაობდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.