შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებით დუშეთის მუნიციპალიტეტში უკვე დაწყებულია სტიქიის ზონაში ჩარჩენილი მოქალაქეების გამოყვანა.
ხვალ იწყება ნატო-ს სამიტი, სადაც მთავრობის დელეგაცია მიემგზავრება ჩემი ხელმძღვანელობით. ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას ნატო-ს სამიტზე. პირადად გენერალური მდივნის მოწვევა მივიღე და ველოდებით, რომ იქნება შეფასებული და აღიარებული ყველა ის პროგრესი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ მიიღო ამ წლების განმავლობაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
დღეს არის საიუბილეო თარიღი. 8 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენ ხელი მოვაწერეთ ასოცირების შეთანხმებას ევროკაშირთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
სამი ძირითადი მიღწევის გარდა ჩვენ ყველა მიმართულებით, იქნებოდა ეს თუნდაც ზოგადად, ევრო რეგულაციებისა და ევრო დირექტივების შესრულება, დაახლოებით 45%-ია შესრულებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
რუსეთი, პირველად 1918 წლის შემდეგ, აღმოჩნდა დეფოლტის მდგომარეობაში, ანუ ვერ იხდის ვალებს. ეს უნიკალური შემთხვევაა, რადგან ვალებს იმიტომ კი ვერ იხდის, რომ ფული არა აქვს, არამედ იმიტომ, რომ ვერ ახერხებს ამ ფულის მიტანას მევალეებამდე საერთაშორისო სანქციების გამო (ე. წ. ტექნიკური დეფოლტი), - ამის შესახებ Facebook-ში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი რომან გოცირიძე წერს.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საქართველო ევროპაში შეიყვანა, - ასე შეაფასა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ქართული გალობა სიქსტის კაპელაში.
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა აშშ-ში დავით ზალკალიანმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ჯოზეფ ბაიდენს რწმუნებათა სიგელები გადასცა.
25 ივნისს საქართველოს თავდაცვის ძალები სერჟანტთა კორპუსის დღეს აღნიშნავს. საზეიმო ღონისძიება დიდგორის მემორიალთან გაიმართა.
გასულ წელს, თებერვალში გავხდი პრემიერ-მინისტრი, მას შემდეგ ჩვენ, ჩვენმა გუნდმა მოვიგეთ დამსახურებულად არჩევნებში, გავიმარჯვეთ მერვეჯერ და ხალხისგან მივიღე განმტკიცებული მანდატი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ოპოზიციის წარმომადგენლები საჯაროდ, ორგანიზებულად, ჩარტერული რეისებით უკრაინაში საომრად მოხალისეების წაყვანას ითხოვდნენ, მე არ გავეცი ამაზე ნებართვა და განმარტებაც გავაკეთე- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.