ჩვენი დიდი ოცნებაა, რომ ერთიანი, ძლიერი საქართველო გახდეს ნატოს სრულუფლებიანი წევრი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, მთავრობის საქმიანობის წლიური ანგარიშის წარდგენისას, დეპუტატების კითხვების საპასუხოდ განაცხადა.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტს ვეტო დაადო. როგორც პრეზიდენტმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, ეს არის უფრო პოლიტიკური, ვიდრე სამართლებრივი ვეტო. მანვე აღნიშნა, რომ ყველა კანონს, რომელიც ამ ექვს თვეში იქნება მიღებული არასწორი მიმართულებით, ასევე დაადებს ვეტოს.
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას კიდევ ერთხელ განმარტა, რა ნაბიჯები გადადგა საქართველოს ხელისუფლებამ ევროინტეგრაციის გზაზე.
არავითარი ნიშანწყალი დემოკრატიის არ არსებობდა ქვეყანაში. არც ერთი რეალური, ძლიერი ოპოზიციური არხი არ არსებობდა ქვეყანაში და დღეს გამოდიან ეს ადამიანები, გვესაუბრებიან თავისუფალ მედიაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაური წლიურ ანგარიშს წარადგენს.
სალომე სამადაშვილი პირადად დადიოდა ბრიუსელში და ითხოვდა საქართველოსთვის არ მიეცათ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, - განაცხადა პარლამენტში საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სამადაშვილისადმი მიმართვისას და დაამატა: „იცნობდეთ ქვეყნის მოღალატეს!“
ევროკომისიამ ნათლად ჩაწერა დოკუმენტში, რომ აძლევს რეკომენდაციას ევროპულ საბჭოს, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროპული პერსპექტივა იმისთვის, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში, მთავრობის წლიური ანგარიშის წარდგენისას განახადა.
2012 წლის პირველ ოქტომბერს ჩავიბარეთ მძიმე მემკვიდრეობა - დამყარებული, დიქტატურა, ავტორიტარული რეჟიმი, სადაც ადამიანებს კლავდნენ, აწამებდნენ, აუპატიურებდნენ, ბიზნესს ართმევდნენ, ოჯახებს ანადგურებდნენ, სადაც არავითარი ნიშანწყალი დემოკრატიის არ არსებობდა , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში, მთავრობის წლიური ანგარიშის წარდგენისას განახადა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) აღმასრულებელ დირექტორს, სკოტ ნათანს შეხვდა.
თბილისის მერი კახა კალაძე დარწმუნებულია, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსს უახლოეს მომავალში მიიღეს.
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ყველას აქვს პირად სივრცეში საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება, თუმცა, მისი გუნდის წევრებს უნდა ახსოვდეთ, რომ ბევრად უფრო დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.