გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა კოალიციურ მთავრობის ჩამოყალიბებაზე გამართული წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ ურჩევნია ახალი არჩევნები ჩატარდეს, ვიდრე უმცირესობის მთავრობას გაუძღვეს.
პრეზიდენტი ტრამპი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები ჩრდილოეთ კორეას ტერორიზმის სახელმწიფო სპონსორად განიხილავს, რაც შემდგომ ეკონომიკურ სანქციებს განაპირობებს.
საერთაშორისო საზოგადოებრიობას საქართველოზე განხორციელებული აგრესიისას „საშინაო დავალება“ კარგად რომ შეესრულებინა, შესაძლოა, რუსეთს მორიგი აგრესია ვერ გაებედა თავის სამეზობლოში, აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა პოლონეთის პრესის სააგენტოსთან ინტერვიუში გააკეთა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადება, სავარაუდოდ, დეკემბრის ბოლოს, ან იანვრის პირველ ნახევარში მოხდება.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (20 ნოემბერი, 2017) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0378 პუნქტით გამყარდა.
ზიმბაბვეს მმართველი „ზანუ-PF“-ის პარტია, მას შემდეგ რაც კვირას ლიდერობიდან რობერტ მუგაბე გადააყენა, მორიგი შეკრებისთვის ემზადება, სადაც პრეზიდენტის შესაძლო იმპიჩმენტის საკითხზე უნდა იმსჯელოს, რადგან მუგაბეს გადადგომისთვის მიცემული დრო ამოიწურა, თუმცა ზიმბაბვეს საბრძოლოდ განწყობილმა ლიდერმა მისი თანამემამულეები განაცვიფრა იმით, რომ სატელევიზიო გამოსვლისას განაცხადა, რომ პრეზიდენტის პოსტზე რჩება.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, უკრაინიდან საქართველოს მოქალაქების გამოძევების ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სათანადო რეაგირება არ მოუხდენია.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე უკრაინიდან საქართველოს მოქალაქეების გამოძევების ფაქტს უკრაინისა და საქართველოს მთავრობებს შორის შეთანხმებას უკავშირებს.
თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის ახალ შემადგენლობას თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს, „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“, მერიის არქიტექტურის სამსახურისა და ქონების მართვის სააგენტოს ახალი ხელმძღვანელები წარუდგინა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.