საქართველოს პრემიერ მინისტრმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. გიორგი კვირიკაშვილი „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატების გამარჯვებაში „აბსოლუტურად“ დარწმუნებულია.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II 13 ნოემბერს, ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს, საზეიმო პარაკლისს გადაიხდის. როგორც GUARDIAN.GE-ს „ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანნიდან" აცნობეს პარაკლისი 17:00 საათზე თბილისში, ასი ათასი მოწამის სახელობის მეტეხის ხიდზე შესრულდება.
სასამართლომ თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირისთვის ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას მთავარი პროკურატურა ავრცელებს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (10 ნოემბერი, 2017) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0129 პუნქტით გაუფასურდა.
ევროკომისიამ საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების თაობაზე ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც 2016 წლის დეკემბრიდან 2017 წლის ბოლომდე პერიოდს მოიცავს.
„სითი პარკთან" სასამართლო დავის შესაძლო დაწყების შესახებ თბილისის ახლადარჩეული მერის, კახა კალაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას დედაქალაქის მერი დავით ნარმანია გამოეხმაურა.
არ მაინტერესებს, რას ფიქრობენ „სითი პარკის" წარმომადგენლები, ასე უპასუხა მედიასთან საუბრისას თბილისის ახლადარჩეულმა მერმა, კახა კალაძემ „სითი პარკის" განცხადებას.
თბილისის არჩეულმა მერმა, კახა კალაძემ დავით ნარმანიას საქმიანობის შეფასებისას განაცხადა, რომ ნარმანიას „ძალიან ცუდი მემკვიდრეობა დახვდა, ძალიან რთული იყო გარკვეული რეფორმების გატარება და ის პროექტები რაც განხორციელდა, მართლაც შთამბეჭდავია".
„მინდა, დავით ნარმანიას მადლობა გადავუხადო მის მიერ გაწეული საქმიანობისთვის. აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ის ამ წლების განმავლობაში, ზედმეტი ხმაურის გარეშე, ძალიან დიდი ოპოზიციური წნეხის ქვეშ ასრულებდა მნიშვნელოვან სამუშაოს“, განაცხადა პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა დავით ნარმანიას საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიშის წარდგენაზე.
საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, დავით ნარმანია მმართველ გუნდში რჩება. მისივე თქმით, ნარმანიას მომავალ საქმიანობასთან დაკავშირებით, რამდენიმე ვარიანტი განიხილება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.