ცესკოს ინფორმაციით, 12:00 საათის მონაცემებით, საქართველოს 6 საარჩევნო ოლქში, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური იმართება, არჩევნებში მონაწილეობა 37 914-მა ამომრჩეველმა მიიღო.
მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვის წინააღმდეგ „მძიმე“ სანქციებია დაწესებული, მასთან თანამშრომლობა საჭიროა, რუსეთის და შეერთებული შტატების მეგობრობა სასარგებლოა მთელი მსოფლიოსთვის, განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
12 ნოემბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური საქართველოს 6 საარჩევნო ოლქში იმართება.
ცნობილი რუსი ტელეწამყვანი ბორის ნოტკინი გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
ფხენიანი მზად იყო შეერთებულ შტატებზე ბირთვული დარტყმა განეხორციელებინა, ნათქვამია წერილში, რომელიც ჩრდილოეთ კორეიდან პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს გადასცეს, უამბო „რია ნოვოსტის“ წყარომ, რომელიც მდგომარეობას იცნობს.
პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი რუსეთის შეერთებული შტატების არჩევნებში ჩარევის ბრალდებების გამო თავს შეურაცხყოფილად გრძნობს, განაცხადა დონალდ ტრამპმა, აზია-წყნარი ოკეანის სამიტის ფარგლებში მასთან ხანმოკლე შეხვედრის შემდეგ.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, საბჭოთა კავშირის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილები საქართველოში გერმანიის ელჩს, ჰაიკე ფაიჩის წერილით მიმართავენ.
შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი რუსი კოლეგა ვლადიმერ პუტინი შეთანხმდნენ, რომ დაამარცხებენ ე.წ. ისლამურ სახელმწიფოს სირიაში. ინფორმაციას BBC კრემლზე დაყრდნობით ავრცელებს.
მას შემდეგ რაც ლიბანის პრემიერ მინისტრმა საად ალ-ჰარირიმ საუდის არაბეთის დედაქალაქში ერთი კვირის წინ მისი გადადგომის შესახებ გააკეთა განცხადება, ლიბანის გავლენიანი დაჯგუფების, „ჰეზბოლას“ ლიდერმა საუდის არაბეთს ომის გამოცხადებაში დასდო ბრალი.
საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და პრეზიდენტის მოვალეობის ორგზის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე, რომელიც ახლახან მოსკოვში იმყოფებოდა, „დოიჩე ველეს“ რუსული განყოფილებისთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინი „სერიოზული ლიდერია“ და ისურვებდა საქართველოს მისი მსგავსი პრეზიდენტი ჰყოლოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.