საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (8 ნოემბერი, 2017) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0264 პუნქტით გაუფასურდა.
„დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნების მეორე ტურში მარტვილი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და მხარს დაუჭერს ქვეყნის განვითარებას და აღმშენებლობას, რასაც სათავეში ჩაუდგება კომპეტენტური, პროფესიონალი და პატიოსანი ადამიანებისგან დაკომპლექტებული გუნდი ალექსანდრე გრიგალავას ხელმძღვანელობით“, განაცხადა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ, მარტვილის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრში მერობის კანდიდატის მხარდამჭერ შეხვედრაზე.
მე მივაღწევ რუსული ჩექმის საქართველოდან გაყვანას, თუ ამის მანდატს საქართველოს მოსახლეობა მომცემს, აცხადებს „დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი ნინო ბურჯანაძე. პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ნინო ბურჯანაძე მოსკოვში აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა.
საიდუმლო დოკუმენტში, რომელმაც გასულ კვირას გერმანულ გამოცემა „შპიგელში“ გაჟონა, გერმანიის თავდაცვის სამინისტრო 2040 წლისთვის ყველაზე ცუდ სცენარს პროგნოზირებს. „ევროკავშირის გაფართოება დიდწილად მიტოვებულია, და უფრო მეტ სახელმწიფოებს აქვთ დატოვებული ორგანიზაცია... მზარდად უწესრიგოდ, ზოგჯერ ქაოტურად და კონფლიქტისკენ მიდრეკილად, მსოფლიომ კარდინალურად შეცვალა უსაფრთხოების გარემო“.
პრეზიდენტებმა პოლონეთის სახელმწიფო დროშას მიაგეს პატივი და ერთმანეთს სახელმწიფო დელეგაციები წარუდგინეს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, პარტიების დაფინანსების წესი რეფორმას საჭიროებს. ირაკლი კობახიძის თქმით, ამ კუთხით, შესაბამისი ცვლილებები განხორციელდება.
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მიიჩნევს, რომ ნარკოპოლიტიკის დეკრიმინალიზაცია „არის საკითხი, რომელზეც ფართო მსჯელობაა საჭირო".
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ნარკოპოლიტიკის დეკრიმინალიზაციის კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორი აკაკი ზოიძე აცხადებს, რომ დეკრიმინალიზაციის კანონპროექტის მიხედვით, ნარკოტიკის მოხმარება დასჯადი რჩება, მხოლოდ დადგენილი ოდენობის ფარგლებში დასჯის ფორმა ადმინისტრაციული იქნება და არა საპატიმრო.
ნარკოპოლიტიკის შესახებ ინიცირებულ საკანონმდებლო პაკეტზე, კონფერენციაზე „ნარკოპოლიტიკის რეფორმა საქართველოში“ მსჯელობა მიმდინარეობს. კონფერენციას სპეციალისტები, ძალოვანი უწყებების წარმომადგენელები, პოლიტიკოსები და უცხოელი ექსპერტები ესწრებიან.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აზიური ტურნეს ფარგლებში ჩინეთში ჩავიდა. მოელიან რომ მასსა და ჩინეთის ლიდერს, ქსი ძინპინგს შორის მოლაპარაკებების მთავარი თემები ვაჭრობა და ჩრდილოეთ კორეა იქნება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.