თბილისის საქალაქო სასამართლომ „ქართული ოცნების" თიანეთის მერობის კანდიდატის, ლელა ქიტესაშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა. ქიტესაშვილი არჩევნების შედეგების გაუქმებასა და მეორე ტურის ჩატარებას ითხოვდა.
იუსტიციის სამინისტროში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, უძღვებოდა.
თბილისში, აბაშვილის N3-ში არსებულ სამხედრო ქალაქს კიდევ ერთი ახალაშენებული კორპუსი შეემატა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბინა დღეს, 242 მოქმედ და ყოფილ სამხედრო მოსამსახურეს გადასცა.
ბელგიელმა მოსამართლემ კატალონიის პრეზიდენტობიდან გადაყენებული კარლეს პუჩდემონი და მისი მთავრობის ოთხი ყოფილი მინისტრი, რომლებიც ბელგიის პოლიციას კვირას ნებაყოფილობით ჩაბარდნენ, დაკითხვის პროცედურების შემდეგ იმ პირობით გაათავისუფლეს, რომ სასამართლოზე 15 დღის განმავლობაში გამოცხადდებიან, იტყობინება „როიტერსი“.
საქართველოს პრეზიდენტი ტეხასის ეკლესიაში მომხდარ თავდასხმას ეხმაურება. გიორგი მარგველაშვილი აშშ-ის ხელისუფლებასა და ამერიკელ ხალხს სამძიმარს უცხადებს.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ იაპონიას შეუძლია „ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე“ ჩამოაგდოს ჩრდილო კორეული რაკეტები იმ სამხედრო მოწყობილობებით, რასაც ის აშშ-ისაგან ყიდულობს.
პენტაგონის შეფასებით, ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამის სრულად განადგურების ერთადერთი გზა სახმელეთო დაპყრობის მეშვეობითაა შესაძლებელი.
86 წლის ასაკში ცნობილი ქართველი პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი გარდაიცვალა. ჯანსუღ ჩარკვიანი 1931 წლის 30 სექტემბერს თბილისში დაიბადა.
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1971 წელს დაბადებული ბ.ს. თბილისში დააკავეს.
სულ მცირე 27 ადამიანია მოკლული მას შემდეგ რაც შეიარაღებულმა მამაკაცმა ტეხასის ეკლესიაში კვირას, წირვისას ცეცხლი გახსნა, განაცხადა პოლიციამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.