საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი სოფელ ხურვალეთში საოკუპაციო ხაზთან ჩავიდნენ.
როგორიც არ უნდა იყოს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, ეს ვერავითარ შემთხვევაში ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებას ვერ გამოიწვევს, აღნიშნული განცხადება მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გააკეთა.
საქართველოს იუსტიციის მინისტრი უკრაინელი სამართალდამცველების მიერ, ძებნილი მეგის ქარდავას დაკავების ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ საქართველოსა და უკრაინის სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის „ძალიან კარგი თანამშრომლობა შედგა".
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ზაზაბიბილაშვილის განცხადებით, პარტია ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ხელმოწერილ ოქმებს ასაჩივრებს და მათ ბათილობას მოითხოვს. განცხადება ამის თაობაზე რამდენიმე წუთის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე პარტიის წარმომადგენელმა, ზაზა ბიბილაშვილმა გააკეთა.
ყირიმის ФСБ-ს განყოფილებამ სისხლის სამართლის სამი საქმე აღძრა გაზსადენების და ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანებების ფაქტზე, მიანიჭა რა მათ დივერსიის კვალიფიკაცია, განუცხადეს „რია ნოვოსტის“ რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის ФСБ-ს პრეს-სამსახურში.
საქართველოს მთავარი პროკურატურა, უკრაინელი სამართალდამცველების მიერ, ძებნილი მეგის ქარდავას დაკავების შესახებ, ინფორმაციას ავრცელებს. მათი ცნობით, დაკავება საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მოხდა.
შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალციხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 1988 წელს დაბადებული თ.ი., გამოძალვის ბრალდებით, ახალციხეში დააკავეს.
სახელმწიფო დუმაში რუსეთში მოქმედი ამერიკული მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისადმი სარკისებური ზომების მიღების საკითხს განიხილავენ, რაც აშშ-ში რუსი ჟურნალისტების მიმართ ზეწოლის საპასუხო იქნება, განუცხადა ახალი ამბების სააგენტო „რია ნოვოსტის“ რუსეთის პარლამენტის საინფორმაციო პოლიტიკის კომიტეტის წევრმა, ანტონ გორელკინმა.
სულ მცირე 18 ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტმა დაზიანებები მიიღო მას შემდეგ რაც ინდოეთში, უნხაჰარში, ეროვნული თერმული ენერგო კორპორაციის ობიექტზე ქვაბის მილი აფეთქდა. ინფორმაციას ინდური მედია ავრცელებს.
უზენაესმა სასამართლომ ვანო მერაბიშვილის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.