სულ მცირე 8 ადამიანია მოკლული, მათ შორის 5 მეგობარი არგენტინიდან, და 11-ს სერიოზული დაზიანებები აქვს მიღებული ნიუ იორკში მას შემდეგ, რაც პიკ-აპის მძღოლმა მისი სატრანსპორტო საშუალება მანჰეტენზე ველობილიკზე შეაგდო.
„თურქეთის ავიახაზების“ ავიალაინერმა, ეარბას A320-მა, რომელიც მოსკოვის დომოდედოვოს აერპორტიდან თურქეთში მიფრინავდა, ოდესაში საგანგებო დაფრენა განახორციელა, რადგანაც თვითმფრინავის ბორტზე მიტოვებული ჩანთა აღმოაჩინეს, განაცხადა სამშაბათს ოდესის ოლქში უკრაინის ნაციონალური პოლიციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, რუსლან ფოროსტიაკმა.
კატალონიის გადაყენებულმა პრეზიდენტმა, კარლეს პუჩდემონმა განაცხადა, რომ იგი ბელგიაში იმისათვის არ ჩასულა, რომ იქ თავშესაფარი მოითხოვოს.
ავღანელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ცენტრალურ ქაბულში მომხდარ აფეთქებას სულ მცირე სამი ადამიანი ემსხვერპლა და 13 დაშავდა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (31 ოქტომბერი, 2017) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0239 პუნქტით გაუფასურდა.
დონალდ ტრამპი მისი საარჩევნო კამპანიის ყოფილი თავმჯდომარის, პოლ მანაფორტისადმი სპეციალური პროკურორის, რობერტ მიულერის საგამოძიებო ჯგუფის მიერ წარდგენილ ბრალდებებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მასსა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის „საიდუმლო შეთანხმებას“ ადგილი არ ჰქონია.
ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ კატალონიის პარლამენტის მიერ 27 ოქტომბერს მიღებული დამოუკიდებლობის დეკლარაცია გააუქმა.
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ესტონეთის პრეზიდენტთან პირისპირ შეხვედრა გამართა.
„ნაციონალური მოძრაობა“ საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-საჯარო განხილვის კომისიაში მუშაობას არ აპირებს. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, რომან გოცირიძის განცხადებით, კომისიის შექმნით არაფერი იცვლება, რადგან ცვლილებები წინასწარ დაანონსებულია და მასზე მსჯელობა არ იგეგმება.
ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის კერსტი კალიულაიდისა და მისი მეუღლის გეორგ-რენე მაქსიმოვსკის სახელმწიფო ვიზიტი საქართველოში პრეზიდენტის სასახლეში დახვედრის ოფიციალური ცერემონიით დაიწყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.