თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 12 ნოემბერს გაიმართება. განცხადება ამის თაობაზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ გააკეთა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (1 ნოემბერი, 2017) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0006 პუნქტით გამყარდა.
თქვენი თბილისში ჩამობრძანება ძალიან სასიამოვნოა. ქალბატონო პრეზიდენტო, დიდი მადლობა პატივსაცემ დელეგაციასთან ერთად საქართველოში ვიზიტისთვის - ეს ხაზს უსვამს ჩვენი ურთიერთობების სიღრმესა და მასშტაბს, მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ასე მიმართა პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ესტონეთის პრეზიდენტს საქართველო-ესტონეთის ბიზნესფორუმზე.
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ესტონეთის პრეზიდენტს კერსტი კალიულაიდს შეხვდა. პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე საქართველო-ესტონეთს შორის არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები განიხილეს.
საქართველოში სახელმწიფო ვიზიტად მყოფმა ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდმა გმირთა მოედანზე საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.
კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ესტონეთის პრეზიდენტი დელეგაციის წევრებთან ერთად მიიღო.
ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1979 წელს დაბადებული რ.ა., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, სარფში დააკავეს.
2017 წლის 1-ლი ნოემბრიდან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესი ძალაში შევიდა. ასევე, ამოქმედდა ე.წ. ჭკვიანი კამერები, რომელთა საშუალებით, შსს-ს ერთობლივი ოპერაციების ცენტრში დანერგილი ვიდეოანალიტიკური პროგრამების გამოყენებით, სხვადასხვა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დაფიქსირება ავტომატურ რეჟიმში მოხდება.
ავსტრალიის სენატის პრეზიდენტმა, მას შემდეგ რაც დაადასტურა, რომ იგი დიდი ბრიტანეთის ორმაგი მოქალაქეა, განაცხადა, რომ თანამდებობიდან გადადგება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.