საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (30ოქტომბერი, 2017) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0261 პუნქტით გაუფასურდა.
დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიის ყოფილ მენეჯერს, პოლ მანაფორტს რუსეთის მიერ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში სავარაუდო ჩარევის გამოძიების ფარგლებში ბრალს წაუყენებენ, იუწყება BBC აშშ-ის მედიაზე დაყრდნობით.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა, ყაზახეთის პრემიერ მინისტრმა ბაკიტჟან საგინტაევმა და უზბეკეთის პრემიერ მინისტრმა აბდულა არიპოვმა ლიანდაგში სიმბოლურად ლურსმნები ჩააჭედეს, ისრები გადაიყვანეს და მემორიალური დაფა გახსნეს.
კატალონიის პარლამენტმა, რომელიც ესპანეთის მთავრობამ დაშლილად გამოაცხადა, აღიარა ეს გადაწყვეტილება და ახალი არჩევნების გამართვამდე მუშაობას წყვეტს, განუცხადეს ახალი ამბების სააგენტო „რია ნოვოსტის“ რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს პრეს-სამსახურში.
შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას ავრცელებს.
საკონსტიტუციო ცვლილებები დაემსგავსა ინდურ სერიალებს - უკვე გრძელდება ერთი წელიწადია და ახლა აპირებენ მეორე სეზონის დაწყებას, აღნიშნული განცხადება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, რომან გოცირიძემ გააკეთა.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი მის ცოლთან, რი სოლ-ჯუსთან და დასთან, კიმ იო ჩენთან ერთად კვირას ფხენიანში კოსმეტიკურ ქარხანას სტუმრობდა. ორივე ქალი - ცოლი და და - იშვიათად ჩნდება საზოგადოებაში.
საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი თბილისში, ნუცუბიძის ფერდობზე პაატა პავიაშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას ოპერატიულად და ეფექტიანად ჩაატაროს ყველა საგამოძიებო/საპროცესო მოქმედება, ხოლო კანონსაწინააღმდეგო ქმედებების გამოკვეთის შემთხვევაში, პროცესში მონაწილე სამართალდამცავები სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.
„მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში გააგრძელებს მუშაობას და ამის შემდეგ, უკვე დაიწყება საპარლამენტო განხილვები“, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირების შესახებ საუბრისას.
პრემია ზოგადად არის წახალისება, რასაც მე მივესალმები, აღნიშნული განცხადება თბილისის ახლადარჩეულმა მერმა, კახა კალაძემ გააკეთა. მისი თქმით, „თუმცა ყველაფერს ზღვარი აქვს".
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.