ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის, სოზარ სუბარის განცხადებით, აფხაზეთიდან გადმოსვენებულ, 25 იდენტიფიცირებულ ნეშტს შორის უშიშროების პოლკოვნიკი მამია ალასანია, სოხუმის ყოფილი მერი გურამ გაბესკირია, აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეები - არიკ შენგელია და ვახტანგ გეგელაშვილი არიან.
მინდა გაოცება გამოვთქვა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ იქცეოდა ზოგიერთი დეპუტატი, როგორ ცდილობდა პროვოცირებას ნეგატიური პროცესებისა, ასე გამოეხმაურა თბილისის საკრებულოს შენობასთან გუშინ განვითარებულ მოვლენებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.
საქართველოს კონსტიტუციის 61- ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა 2017 წლის 13 ოქტომბრის 11:00 საათიდან მოიწვია.
ჩემით დაიწყოს და გაგრძელდეს ეკლესიაში განწმენდა, აღნიშნული განცხადება ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრე ცაავამ საპატრიარქოში შესვლამდე გააკეთა. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, დღეს დანიშნული წმინდა სინოდის სხდომის საკითხები მისთვის უცნობია.
სასამართლომ მეუღლის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული დამნაშავედ სცნო. აღნიშნულთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.
როგორც პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, 1992-93 წლებისა და 2008 წლის ომის შედეგად, 2400-ზე მეტი ადამიანია უგზო-უკვლოდ დაკარგული და ბევრი ოჯახი ელოდება თავიანთ საყვარელ ადამიანებს, რომელთა ადგილსამყოფელის შესახებ არაფერი იცის.
სიცრუის და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის ხანა ჩვენს ქვეყანაში დასრულდა 2012 წელს და ამ მონაპოვარს ჩვენ ძალიან საგულდაგულოდ გავუფრთხილდებით, მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის საკრებულოსთან გუშინ განვითარებულ მოვლენებს.
საპატრიარქო, სამი ცხვრის შეწირვის საკითხზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ქადაგებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
ესპანეთის მთავრობა კატალონიის ლიდერის, კარლეს პუჩდემონის მიერ ხელმოწერილ დამოუკიდებლობის დეკლარაციას არ ცნობს.
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატების წარდგენისას, გუშინ თბილისის საკრებულოს შენობასთან განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.