„ქართულ ოცნებაში“ შემავალი ხუთი პარტია რომ დაჯამდეს, რეალურად არის ერთი - რომ არა ბიძინა ივანიშვილის შვიდი მილიარდი, ეს ჯამური ერთი იქნება ნული, აღნიშნული განცხადება პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა, რომან გოცირიძემ გააკეთა.
ეს კონსტიტუცია პრეზიდენტს რომ დაეწერა, ის იქნებოდა სულ სხვანაირი კონსტიტუცია, აღნიშნული განცხადება პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა დოლიძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე გააკეთა, სადაც ამ წუთებში იგი პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს დეპუტატებს აცნობს.
პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვა მიმდინარეობს. პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს დეპუტატებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე აცნობს.
თბილისის მერი დავით ნარმანია გერმანიაში საქართველოს ელჩად შესაძლო დანიშვნაზე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს.
მოელიან, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პარასკევს, ირანთან დადებული ბირთვული შეთანხმების მხარდაჭერას შეწყვეტს და უფრო კონფრონტაციული სტრატეგიის გზას დაადგება.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე, 1962 წელს დაბადებული ს.ვ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გადაზიდვის ბრალდებით, მარნეულში დააკავეს.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, რექს ტილერსონთან სატელეფონო საუბრისას ამერიკის ხელისუფლების მიუღებელ ქმედებაზე განაცხადა, რაც „მიტაცებული“ დიპლომატიური ობიექტებიდან რუსეთის სახელმწიფო დროშების ჩამოხსნას უკავშირდება.
ფხენიანში მსოფლიო ატლასი გამოსცეს, სადაც ყირიმი რუსეთის ტერიტორიად არის მიჩნეული, ნათქვამია კორეის სახალხო-დემოკრატიულ რესპუბლიკაში (კსდრ) რუსეთის საელჩოს „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
შსს-მ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურში მომხდარი მკვლელობა გახსნა. აღნიშნულთან დაკავშირებით უწყება ინფორმაციას ავრცელებს.
ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები და ნატო-ს მომავალი სამიტის საკითხი განიხილეს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა და ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაიმ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.