საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს ვეტო დაადო. სპეციალური განცხადება მარგველაშვილმა ცოტა ხნის წინ, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფნგზე გააკეთა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (9 ოქტომბერი, 2017) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0004 პუნქტით გამყარდა.
„ევროპული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, „თაბორის მთაზე იგეგმება ელექტროსადგურის დადგმა", რაზეც მისი თქმით, „ჩვენი ჯიბიდან მილიონ 700 000 იხარჯება" და რაც მისივე მტკიცებით, „ბიძინა ივანიშვილისთვის კომფორტის შექმნას" ემსახურება.
ბუქარესტში, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის რიგით 63-ე ყოველწლიური შეხვედრის პლენარულ სხდომაზე, ალიანსის ქვეყნების დეპუტატებმა განიხილეს და კენჭი უყარეს რეზოლუციას “სტაბილურობა და უსაფრთხოება შავი ზღვის რეგიონში”.
ხელისუფლება აგრძელებს ფისკალური რისკების მართვას, საგადასახადო სამსახურის გაძლიერებას, და საჯარო სამსახურის ეფექტურობის ზრდას. ხელისუფლების მიზანია, ფისკალური რისკების საჯაროობის და საჯარო ფინანსების მართვის გამჭვირვალეობის კიდევ უფრო გაუმჯობესება", განაცხადა სსფ-ის მისიის ხელმძღვანელმა.
ჩვენ მიერ მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები მოსახლეობის კეთილდღეობისთვის, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისთვის იქნება მიმართული, ფინანსთა სამინისტროს ცნობით, აღნიშნული განცხადება პირველმა ვიცე პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის პირველი მიმოხილვის დასრულებასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
2017 წლის 1-ლი ნოემბრიდან ძალაში შედის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესი.
უკრაინის გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს ყოფილი დეპუტატის, დენის ვორონენკოვის მკვლელობა პარლამენტარის ქვრივის ყოფილმა სამოქალაქო ქმარმა, ტურინმა დაუკვეთა.
არ ვგეგმავთ, რომ ერთ ლარად გადავცეთ ქალაქის ისტორიული ნაწილი ბიძინა ივანიშვილს და დავუკანონოთ კიდევ ახალი ტერიტორიები თაბორის მთაზე, აღნიშნული განცხადება ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატმა, ზაალ უდუმაშვილმა გააკეთა.
„ქართული ოცნება“ პარტიის მიერ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისადმინისტრაციული რესურსის საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სპეციალური განცხადებით ეხმაურება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.