უკრაინაში, ქალაქ ჩერკასში დეპუტატი მიხაილ ბინუსოვი მოკლეს. „რუსთავი 2" უკრაინულ მედიაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ადგილობრივი საბჭოს წევრს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს, რის შედეგადაც, ის ადგილზე დაიღუპა.
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1967 წელს დაბადებული დ.ს. თბილისში დააკავეს.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ სირიის შესახებ შეთანხმებები - საერთო წარმატებაა რუსეთის და თურქეთის და ფაქტობრივად, შექმნილია წინაპირობა შეწყდეს ძმათამკვლელი ომი არაბულ რესპუბლიკაში.
„ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა გამოაქვეყნეს აუდიო ჩანაწერი, რომელიც მათი თქმით, თავიანთ ლიდერს, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ეკუთვნის.
ჩინეთმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს სანქციების განხორციელების მიზნით მის ტერიტორიაზე მოქმედ ჩრდილოეთ კორეის კომპანიებს უთხრა, რომ იანვრის დასაწყისისთვის უნდა დაიხურონ.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიორგი კვირიკაშვილმა ახალციხეში სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მერობის კანდიდატებს წარადგინა.
„ის, რასაც პრეზიდენტისა და მისი ადმინისტრაციის მხრიდან ვხედავთ, აღმაშფოთებელი და ძალიან ცუდი, ბინძური პიარკამპანიის ნაწილია", აღნიშნული განცხადება ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ გააკეთა.
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე, მხარდამჭერთა კლუბში, ექიმებს შეხვდა და მათ ქალაქის განვითარების პროგრამული ხედვა წარუდგინა.
ჩვენ ცხადია, შევხვდებით „ქართულ ოცნებას“, თუ ამისი სურვილი მათი მხრიდან იქნება, აღნიშნული განცხადება პრეზიდენტისა და ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ, გიორგი მარგველაშვილის პოლიტიკურმა მრჩეველმა, ფიქრია ჩიხრაძემ გააკეთა.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამ წუთებში საკონსტიტუციო პროცესში ჩართულ 20-მდე ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიას ხვდება. შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში საკონსტიტუციო ცვლილებებისა და მმართველი გუნდის ინიციატივის განსახილველად შედგა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.