საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (28 სექტემბერი, 2017) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0018 პუნქტით გაუფასურდა.
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნენეცკის ავტონომიური ოლქის ხელმძღვანელი იგორ კოშინი თანამდებობიდან გაათავისუფლა.
ერთ-ერთი ცოდვა რომელიც გააჩნია ადამიანს, არის უმადურობა. ხშირ შემთხვევაში, როდესაც ადამიანს უკეთებ სიკეთეს და ის ბოროტად გპასუხობს, უმადურია. უმადური არ უყვარს არც ღმერთს და არც ადამიანს, ბრძანა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში უფლის სამადლობელი პარაკლისის დაწყებამდე ქადაგებისას.
სასამართლომ ბესიკ ხარძიანის მკვლელობისთვის ბრალდებულებს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აღნიშნულთან დაკავშირებით, მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.
რუსეთში ავიაკომპანია „ВИМ-Авиа“-ს გენერალური დირექტორი და მთავარი ბუღალტერი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს, ხოლო ავიახაზების მფლობელები საზღვარგარეთ არიან გაქცეული, განუცხადა ჟურნალისტებს საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, სვეტალნა პეტრენკომ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, თუ პრეზიდენტი ვეტოს უფლებას პარლამენტისა და ვენეციის კომისიის ხელმძღვანელობის შეთანხმების შესაბამისად გამოიყენებს, ეს ყველაზე სწორი ნაბიჯი იქნება.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საჭიროების შემთხვევაში, პრეზიდენტთან შეხვედრისთვის მზადაა. განცხადება ამის თაობაზე ირაკლი კობახიძემ დღეს, ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
კანადაში მიმდინარე საერთაშორისო პარალიმპიური თამაშებში, „Invictus Games“-ში, დაჭრილმა ქართველმა სამხედროებმა მჯდომარე ფრენბურთში ოქროს მედლები მოიპოვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო შპს „ალფაზე“ ყაჩაღურ თავდასხმასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.