თბილისში, საბავშვო ბაღის მეორე სართულიდან ბავშვი გადმოვარდა. შემთხვევა ზემო ფონიჭალაში ცოტა ხნის წინ მოხდა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილი და დაშავებული სამხედროებით დაკომპლექტებული 15-კაციანი გუნდი კანადაში გამართულ „ძლიერთა თამაშებში“ (Invictus Games) მონაწილეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, რუსთაველის გამზირზე, რესტორან „მარკო პოლოსთან" 4 ახალგაზრდის დაჭრასთან დაკავშირებით, ცხელ კვალზე 3 პირი დააკავა.
თბილისში, რუსთაველის გამზირზე, რესტორან „მარკო პოლოსთან" 4 ახალგაზრდა დაჭრეს. შემთხვევა წუხელ გვიან ღამით მოხდა.
გერმანიის ყველა, 299 საარჩევნო ოლქიდან მონაცემები ცნობილია და კანცლერ ანგელა მერკელის „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი“ და მისი ბავარიული შვილობილი „სოციალ-ქრისტიანული კავშირი“ პირველ ადგილზე არიან და გერმანიის ნაციონალურ არჩევნებში ხმების 33% მიიღეს, მაგრამ პირველად, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ნაციონალისტები - ულტრა-მემარჯვენეები ბუნდესტაგში შევიდნენ, თან პარლამენტში მოხვედრილ 6 პარტიას შორის დეპუტატების რაოდენობით მესამე ადგილი დაიკავეს, ამომრჩეველთა თითქმის 13%-იანი მხარდაჭერით.
გერმანიის საპარლამენტო არჩევნები დასრულდა და მე-2 მსოფლიო ომის შემდეგ ბუნდესტაგში პირველად ულტრა-მემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გავიდა.
გერმანიაში ფედერალური არჩევნების პირველი ეგზიტ პოლები აჩვენებს, რომ ქვეყნის კანცლერის, ანგელა მერკელის ქრისტიან-დემოკრატიული პარტია და მისი შვილობილი ქრისტიან-სოციალური პარტია მცირედით ლიდერობენ, ვიდრე ეს ნავარაუდევი იყო.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოსაწვევად, რომელზეც მესამე მოსმენით უნდა იქნეს განხილული საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტი, წერილობითი მოთხოვნით მიმართა საქართველოს პრეზიდენტს.
აშშ-ის ტერიტორია პუერტო რიკო, თავსდამტყდარი ქარიშხლის შემდეგ, რომელმაც მწყობრიდან გამოიყვანა წყალმომარაგების, ელექტროენერგიის და სატელეფონო სამსახურები, მზარდი კრიზისის წინაშე დგას.
საქართველოსა და კანადას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ინტენსიფიკაცია, მრავალეროვნულ სწავლებებში ქართველი და კანადელი სამხედროების ერთობლივი მონაწილეობა და სამხედრო თანამშრომლობის კუთხით სამომავლო პროექტები - განხილვის ის მთავარი საკითხები იყო, რაზეც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ კანადელ კოლეგასთან ჰარჯიტ სინგ საჯანთან შეხვედრისას ისაუბრა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.