ფოთის საკრებულოს წევრი მალხაზ ბუკია დააკავეს. სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, სპეცოპერაცია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დღეს, გამთენიისას ჩაატარა.

სრულად...

თბილისში, ზაჰესის ხიდთან მისასვლელი გზის მონაკვეთი ჩაინგრა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.

სრულად...

ადიგენის მუნიციპალიტეტში ხანძარია. როგორც GUARDIAN.GE-ს ადიგენის გამგეობაში განუცხადეს, ცეცხლი ზედა ღაღვის ტყეს უკიდია. მათივე ინფორმაციით, ცეცხლის კერა მიუდგომელ ადგილზე გაჩნდა და მასთან მისაახლოებლად, წუხელ გზის გაჭრა დაიწყო. 

სრულად...

წელს აღინიშნება გაეროში საქართველოს გაწევრიანების 25-ე წლისთავი. ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ წარმატებით გარდავქმენით ჩვენი ქვეყანა გაეროს ჰუმანიტარული დახმარების მიმღებიდან წამყვან რეფორმატორად, რომელიც ახლახან აირჩიეს ღია მმართველობის პარტნიორობის თავმჯდომარედ, მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ მინისტრმა,  გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

სრულად...

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატების „შეურაცხადი“ პრეზიდენტის, ტრამპის კომენტარებმა დაარწმუნა, რომ იგი მართალია, რომ ფხენიანის ბირთვულ პროგრამას ავითარებს.

სრულად...

კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რი იონგ ჰომ, რომელიც ნიუ იორკში გაერო-ს გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობის მიზნით იმყოფება, ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გაეროში წარმოთქმული სიტყვის საპასუხო ზომებს შორის შეიძლება იყოს „უპრეცედენტო“ წყალბადის ბომბის გამოცდა წყნარ ოკეანეში. ინფორმაციას რუსული „რია ნოვოსტი“ სამხრეთ კორეულ სააგენტო „რენხაპზე“ დაყრდნობით ავრცელებს.

სრულად...

სტამბოლის მთავარი, ათათურქის სახელობის აეროპორტი თვითმფრინავებისთვის დაიკეტა მას შემდეგ, რაც ასაფრენ-დასაფრენ ბილიკზე კერძო თვითმფრინავი ჩამოვარდა. ინფორმაციას „როიტერსი“ ახალი ამბების სააგენტო „დოღანზე“ დაყრდნობით ავრცლებს.

სრულად...

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობა და ჩართულობის პოლიტიკისა და ნდობის აღდგენის მიმართულებით საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები იყო მთავარი თემები საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტიერეშის შეხვედრაზე, რომელიც დღეს გაერო-ს შტაბბინაში გაიმართა. 

სრულად...

საქართველო პარიზში დაფუძნებული ინოვაციური დაფინანსების მუდმივი სამდივნოს ახალი თავმჯდომარე ქვეყანა გახდა, - მაღალი დონის ღონისძიებაში, რომელიც გაერო-ს შტაბბინაში გაიმართა, საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მიიღო მონაწილეობა. 

სრულად...

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ახალ განკარგულებას, რომელიც გააძლიერებს სანქციებს ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი