მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულად - გუბერნატორად ლევან ზაუტაშვილი დაინიშნა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შესაბამის განკარგულებას საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ხელი უკვე მოაწერა.
თბილისის მერიის ცნობით, ელიავას ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის მიზეზები ამ დროისთვის უცნობია. მერიაში, ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თითქოს სახანძრო ეკიპაჟები გვიან გავიდნენ ადგილზე, არ ჰქონდათ წყალი, ან შეგნებულად არ აქრობდნენ ხანძარს, სიცრუეს უწოდებენ.
ოფიციოზმა დაადასტურა, რომ სამხრეთ საფრანგეთში მეჩეთის გარეთ მომხდარი სროლებისას 8 ადამიანმა მიიღო დაზიანებები.
თბილისის ვიცე მერი ლაშა აბაშიძე აცხადებს, რომ ხანძარი ელიავას ბაზრობაზე ლოკალიზებულია და მეხანძრეები ცეცხლის სხვადასხვა კერის ლიკვიდირებას ცდილობენ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დღეს აბიტურიენტები დალოცა. საკვირაო ქადაგებისას ილია მეორემ ასევე გაწეული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადა ხელნაწერთა ინსტიტუტის თანამშრომლებს. მეცნიერები საპატრიარქოს სიგელებით დაჯილდოვდნენ.
აფხაზეთში, დაბა ტამიშთან გამართული ბრძოლიდან 24 წელი გავიდა. ტამიშის ოპერაციის დროს დაღუპული გმირები დღეს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა გაიხსენეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 2017 წლის 1-ლი ივლისიდან არ შეიცვლება სამართლებრივი რეჟიმი აირბალონიანი მოწყობილობის მქონე სატრანსპორტო საშუალებებისათვის და მათი შემოწმებისა და რეაგირების წესი ბუნებრივი აირის სისტემის მონტაჟზე იქნება იგივე, რაც იყო 2017 წლის 1-ელ ივლისამდე.
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1994 წელს დაბადებული ს.ვ., ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით, ფონიჭალაში დააკავეს.
გერმანიის ხელახალი გაერთიანების არქიტექტორს, ევროპული ინტეგრაციის ერთ-ერთ მამოძრავებელ ძალას, გერმანიის ყოფილ კანცლერს, ჰელმუტ კოლს, რომელიც გასულ თვეს, 16 ივნისს, 87 წლის ასაკში გარდაიცვალა, პატივი მსოფლიო ლიდერებმა მიაგეს.
„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ყოფილი პრემიერ მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი 2017 წლის თვითმმართველობის წინასაარჩევნო კამპანიაში არ ჩაერთვება. ივანიშვილი სავარაუდოდ, არც კახა კალაძის თბილისის მერის კანდიდატად ოფიციალურად წარდგენის ღონისძიებას დაესწრება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.