საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი, მაიკ პენსი ეწვევა. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისში ბაზირებული ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ავრცელებს.
თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მომავალ კვირას, გერმანიაში დიდი ოცეულის სამიტზე რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა საქართველოს ყოფილი ვიცე-პრემიერისა და პრეზიდენტის ყოფილი თანაშემწის თემურ ბასილიას საქმეზე არსებით განხილვას 2017 წლის 27 ივლისს განაგრძობს.
„ბოლო წლების განმავლობაში საქართველომ ძალიან დიდი პროგრესი აჩვენა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების კუთხით“, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა სტრასბურგში მიმდინარე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საზაფხულო სესიაზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების შესახებ რეზოლუციის პროექტის განხილვამდე.
ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) ლიტველი სამხედრო ინსტრუქტორების მიერ JTEC-ის დამკვირვებელ-მაკონტროლებლებისთვის ერთკვირიანი კურსი დასრულდა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (29 ივნისი, 2017) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0002 პუნქტით გამყარდა.
ბათუმში საქართველოს პრეზიდენტის და ვენეციის კომისიის პრეზიდენტის შეხვედრა გაიმართა. როგორც აღნიშნული შეხვედრის შემდეგ ჯანი ბუკიკიომ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, კონსენსუსის არარსებობის გამო, საკონსტიტუციო რეფორმის პროცესი ბლოკირებულია.
თერჯოლისა და ტყიბულის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის, ელგუჯა გოცირიძის ძალისხმევით, სს „კავკასიის ქარის კომპანია“ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დაკვეთით, ტყიბულის წყალსაცავის მიმდებარე ტერიტორიაზე ქარის ელექტროსადგურის პროექტის დამუშავებას იწყებს.
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ბათუმში ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტ ჯანი ბუკიკიოსთან გამართა შეხვედრა.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ვეენციის კომისიის პრეზიდენტს, ჯანი ბუკიკიოს შეხვდა. ბუკიკიოსთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, გიორგი მარგველაშვილმა მმართველ გუნდს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით შექმნილი სიტუაციის გააზრებისა და ჩიხური მდგომარეობის თავიდან აცილების რჩევით მიმართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.