საქართველოს პრემიერ მინისტრის განცხადებით, თბილისის მერის არჩევნებში კახა კალაძეს კონკურენტი არ ჰყავს. საკითხთან დაკავშირებით განცხადება გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.
ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსის მეორე დღე თავდაცვის პოლიტიკის პრიორიტეტებსა და საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებაზე მსჯელობას დაეთმო.
მას შემდეგ რაც ჩრდილოეთ კორეამ სამშაბათს, შორ მანძილზე მიმავალი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ იგი „საჭიროების შემთხვევაში“ გამოიყენებს „მნიშვნელოვან სამხედრო ძალას“ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ.
მას შემდეგ რაც ჩრდილოეთ კორეამ სამშაბათს, შორ მანძილზე მიმავალი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მწვავედ გაკიცხა ჩინეთი ფხენიანთან ვაჭრობის გაზრდის გამო.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ადამიანით ვაჭრობისთვის ბრალდებული, უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქე რ.ა. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1431 მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (დანაშაულის ორ ეპიზოდში).
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (5 ივლისი, 2017) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0013 პუნქტით გამყარდა.
ჩხოროწყუში, ადიდებულ მდინარე ხობისწყალში ჩარჩენილი ორი ადგილობრივი მცხოვრები ვერტმფრენის საშუალებით გამოიყვანეს.
საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გიორგი მარგველაშვილის დებატებში კიდევ ერთხელ გამოწვევას ეხმაურება.
„მე, კიდევ ერთხელ, მინდა მოვუწოდო პრეზიდენტს, რომ ღია ეთერში დავსხდეთ ერთად და საზოგადოებას ერთად ვესაუბროთ საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე“, აღნიშნული განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა.
დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ვაჟა ჩოხელი ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებს, მიიღებს თუ არა 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას. მისი თანამდებობაზე საქმიანობის განვლილი პერიოდის შეფასებისას კი ამბობს, რომ „პოლიტიკურად აქტიურ“ და „ტერიტორიულად დიდ“ დუშეთის მუნიციპალიტეტში, გამგებლობა „ძალიან დიდი პასუხისმგებლობა“ და „ძალიან დიდი“, მაგრამ „სასიამოვნო ტვირთიცაა“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.