სსსტც „დელტა“-ს სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ 16 მაისს დედოფლისწყაროს, სიღაღის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში შიდამასიური ღრუბლის მასები გაანეიტრალა, რისთვისაც 82 ერთეული სეტყვასაწინააღმდეგო რაკეტა იქნა გასროლილი.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ფედერალური საგამოძიებო ბიუროს (FBI) მაშინდელ დირექტორს, ჯეიმს კომის სთხოვა, დაესრულებინა მის ყოფილ ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველ მაიკლ ფლინსა და რუსეთს შორის კავშირების შესახებ გამოძიება.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი ლაშა თორდია ყოფილი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის ადვოკატების მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.
ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთ კაროლინას შტატში ჯანმრთელი მოზარდი რამდენიმე ძლიერი კოფეინის შემცველი სასმელების ძალიან სწრაფად დალევით გარდაიცვალა - დაასკვნა უეცარი სიკვდილის საქმეების გამომძიებელმა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (16 მაისი, 2017) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0065 პუნქტით გამყარდა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, გუშინ, ფილარმონიის დიდ დარბაზში, მან ტერმინი „კომუნისტები“ და არა - „სოციალისტები“ შეგნებულად გამოიყენა.
დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას როგორც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, გააჩნდა სრული უფლება გაეზიარებინა რუსეთის დელეგაციისთვის „ფაქტები, რომელსაც კავშირი ჰქონდა ტერორიზმსა და ავიახაზების უსაფრთხოებასთან“. ამის შესახებ ტრამპმა „თვითერზე“ დაწერა.
ბიძინა ივანიშვილი კომპანია შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ ხელში ჩაგდებას ცდილობს, რომლის მფლობელი ამერიკული კომპანიაა და რომელიც ჭიათურის მანგანუმს, ზესტაფონის ფეროსა და ვარციხე ჰესს აერთიანებს, აღნიშნული განცხადება დღეს გამართულ ბრიფინგზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა, ოთარ სირაძემ გააკეთა.
„მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო" ლაშა თორდიას ცემასთან დაკავშირებით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.
ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის ადვოკატი მერაბ ჩიქოვანი აცხადებს, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის, ლაშა თორდიას მიერ გაკეთებულ განცხადებებში ფარცხალაძის მხრიდან მასზე თავდასხმის შესახებ, ბევრი საეჭვო გარემოებაა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.