საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (19 მაისი, 2017) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0018 პუნქტით გაუფასურდა.
ევროსასამართლოს მოსამართლე ნონა წოწორია, მისი ძმის სახლში ჩატარებულ ჩხრეკას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები სამტრედიის მოსახლეობას ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ გააცნო. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, მან ცვლილებების მომზადების აუცილებლობაზე ისაუბრა და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ მომზადებული პროექტის არსებით სიახლეებზე გაამახვილა ყურადღება.
არავითარი ინტიმური ვიდეომასალა საქმეში არ არსებობს, მსგავსი არაფერი თქმულა, აღნიშნული განცხადება ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორმა, ჯარჯი წიკლაურმა გააკეთა.
ეს არის ინტიმური ვიდეოებით შანტაჟი, ასე გამოეხმაურა დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი გიორგი ფანცულაია ე.წ. ციანიდის საქმეში ინტიმური ვიდეომასალის არსებობის შესახებ, პროკურორის მიერ გაკეთებულ განცხადებას.
ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორი იმ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც, სახელმწიფო ბრალდება სასამართლო განხილვების დახურვას ითხოვს.
გაერთიანებული ოპოზიციური პარტიები „დაიცავი კონსტიტუციის” ფარგლებში, ვენეციის კომისიას სთხოვენ, შეაჩეროს „ქართული ოცნების“ ანტიდემოკრატიული სვლა, კონსტიტუციის პროექტის განხილვისას გაითვალისწინოს არამხოლოდ განყენებული, თეორიული საკითხები, როგორც ამას ხელისუფლება ითხოვს, არამედ ის კონკრეტული რეალობა, რომელშიც ქართველი ხალხი იბრძვის თავისუფალი, დემოკრატიული, ევროატლანტიკური მომავლისათვის.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მოქალაქეთა კუთვნილი, დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგოდ გაფლანგვის ფაქტზე ორი პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.
ჩემი დის საწინააღმდეგოდ გაკეთებულია ყველაფერი, ალბათ, ანგარიშსწორებაა ყველაფერი, აცხადებს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლის, ნონა წოწორიას ძმა ოთარ წოწორია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.