ქრისტიანული ოჯახი სიყვარულით უნდა შეიქმნას, უსიყვარულოდ ეს კავშირი არ იარსებებს, ან დამახინჯებულ სახეს მიიღებს და შეიძლება საერთოდაც დაიშალოს, ამის შესახებ აღნიშნულია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წინასიტყვაობაში, რომელიც პერიოდულ ჟურნალში „ბედნიერი ოჯახი” დაიბეჭდა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (17 მაისი, 2017) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0127 პუნქტით გამყარდა.
რუსეთი მზადაა წარუდგინოს შეერთებული შტატების სენატს და კონგრესს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის და აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მოლაპარაკებების ჩანაწერი, თუკი ვაშინგტონში მსგავსი სურვილი ექნებათ, განაცხადა ოთხშაბათს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მინისტრის მოადგილის, დავით დონდუასა და ევროკავშირის ელჩის, იანოშ ჰერმანის შეხვედრა დასრულდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, დავით დონდუას განცხადებით, ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელის სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისების საკითხებში ჰერბერტ ზალბერის მიერ გუშინ, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვთან შეხვედრისას გაკეთებული განცხადება „მიუღებელი და გაუგებარია".
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში უწყების ხელმძღვანელის მოადგილეს, დავით დონდუასა და ევროკავშირის ელჩს, იანოშ ჰერმანს შორის შეხვედრა მიმდინარეობს.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გიორგი მარგველაშვილს საქართველო-ამერიკის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავს ულოცავს.
2017 წელს ზემო სვანეთში რამდენიმე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება. კერძოდ, წელს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან მესტიის მუნიციპალიტეტში 4 მილიონ 350 000 ლარი დაიხარჯება.
ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის „ალფა“და „ჩარლი“ ასეულებმა გეგმიური სწავლება გაიარეს. ბაგრამის საავიაციო ბაზის სასროლეთზე მათ 25 მეტრიან დისტანციაზე საკვალიფიკაციო სროლის სავარჯიშოებში მიიღეს მონაწილეობა.
ოჯახის სიწმინდის დაცვის დღესთან დაკავშირებით, თბილისში ხუთ სხვადასხვა ადგილზე ღონისძიებები გაიმართება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.